LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზესტაფონში სალიანდაგო სამმართველოს საწყობში უბედური შემთხვევის დროს დაშავებული მუშა საავადმყოფოში გარდაიცვალა

162
სასწრაფო დახმარება

ზესტაფონში „საქართველოს რკინიგზის“ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში უბედური შემთხვევის დროს დაშავებული ერთ-ერთი რკინიგზელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სს „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, რკინიგზის წარმომადგენლობა თანამშრომლობს გამოძიებასთან. მათივე თქმით, გამოძიების შედეგად დადგინდება შემთხვევის გამომწვები მიზეზები.

რაც შეეხება მეორე დაშავებული რკინიგზელის ჯანმრთელობის მდგომარეობას,“ საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახური ვერ აკონკრეტებს ამაზე ინფორმაციას.

შეგახსენებთ, ზესტაფონში, სს „საქართველოს რკინიგზის“ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 2 თანამშრომელი დაშავდა. მათგან ერთ-ერთი მუშა საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევა საწყობში მოხდა, სადაც სავარაუდოდ, რკინიგზელებს რელსები დაეცათ.

„საქართველოს რკინიგზა“, რკინიგზელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები