ზუგდიდში 65 წლამდე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ტოლსტოის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილია მისი შვილიც.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს შელაპარაკება უძღოდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, მამა – შვილთან უცნობი მამაკაცი მივიდა და მათი მისამართით რამდენჯერმე გაისროლა.