რძალმა დედამთილს 5 ათასი ლარი მოჰპარა. შემთხვევა ქალაქ ზუგდიდში მოხდა.

26 წლის ქალი დედამთილის საჩივრის საფუძველზე დააკავეს.

სამართალდამცვლების ცნობით თითის ანაბეჭდები, რომელიც დედამთილის საფულეზე იყო, რძალს ეკუთვნოდა. ასევე, პოლიციის თანამშრომლებმა ნივთმტკიცებად დაკარგული თანხა ამოიღეს.

დაკავებული ბრალს აღიარებს და ამ დროისათვის ზუგდიდს წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

ნათია ხარებაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები