LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა მანჯავიძის საოცარი ამბავი, როგორ იპოვა ბიოლოგიურმა ძმამ: „დედაჩემს უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა…“

1771
zura

ზურა მანჯავიძე „ღამის პრაიმ ტაიმთან“ ჰყვება, როგორ იპოვა თავისი ბიოლოგიური ძმა მრავალი წლის შემდეგ ისე, რომ ოჯახმა არ იცოდა მისი არსებობის შესახებ…

ზურა მანჯავიძე: 

„ცოტა ხნის წინ, მე არაფერი ვიცოდი ამ ფაქტის შესახებ, ჩემმა ძმამ გაიგო 27 წლის ასაკში, რომ იყო ნაშვილები. დაიწყო ძებნა. საბედნიეროდ, შეგნებული მშობლები ჰყავდა. მამა იმ დროისთვის გარდაცვლილი იყო, დედას არ დაუმალავს ბიოლოგიური მშობლის, ანუ მამაჩემის ვინაობა. შემდეგ დაიწყო ძიება, გამოვიდა ჩვენზე. მანამდე მთელი პერიპეტიები იყო. ვერ ბედავდა ჩვენთან დარეკვას, ძალას ვერ პოულობდა. ერთ მართლა მშვენიერ საღამოს მისმა მეუღლემ დამირეკა და მითხრა, შენ კიდევ ერთი ძმა გყავსო. შევკრიბე ოჯახი, დედაჩემი თბილისში არ იყო, ის ორი-სამი დღე ჩემთვის კოშმარი იყო. მოვიწვიეთ გოჩაც მის ოჯახთან ერთად. გადავეხვიეთ ერთმანეთს და თავი ბრაზილიურ სერიალში მეგონა. „ჰეფი ენდი“ გამოვიდა. როგორც აღმოჩნდა, ვინც იყო გარეული, ის ადამიანი გარდაცვლილი იყო. დედაჩემს მძიმე მშობიარობა ჰქონდა, ჩემ მერე მოხდა ეს და უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა. კლინიკური სიკვდილი ჰქონდა და დაიჯერა, რომ ბავშვი გარდაიცვალა. ამასობაში გაუშვილებიათ. იმ მშობლებმა არ იცოდნენ, რომ ასეთი ტყუილის ფასად მოხდა. სხვა ამბავი უთხრეს, ბავშვი მიატოვესო. დედაჩემს შვილის მიტოვება რომ ნდომებოდა, შვიდ შვილს არ გააჩენდა…“

შეეცვალა თუ არა ლოცვის შედეგად ნაშვილებ ბავშვს სისხლის ჯგუფი: „ვადასტურებ, რომ ნამდვილად ასე იყო…“