LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზურა ყოჩაღია და აუცილებლად კარგად იქნება“ – რას ამბობს მეუღლე ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

2641
ing (3)

მსახიობ ზურა ბერიკაშვილს, რომელსაც ორი კვირის წინ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, რამდენიმე დღეში სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაიყვანენ. მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე „ფორტუნას“ მისი მეუღლე, თამუნა ნიკოლაძე ესაუბრა.

„ზეგ გერმანიაში გადაჰყავთ“ – ირაკლი ჩოლოყაშვილი ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს

„დღეს მე-14 დღეა. პირველი დღეებში მისი მდგომარეობა 2-დან 3-მდე ფასდებოდა, გუშინდელი შეფასებით კი ექვსამდე გაიზარდა.

ზურა ძალიან ყოჩაღია და აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება! მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის.

საბუთები გვარდება და უახლოეს დღეებში გავფრინდებით“, – უთხრა თამუნა ნიკოლაძემ „ფორტუნას“.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზურა ბერიკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. გავრცელებული ცნობით, მას გული გაუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაცია მსახიობის დამ, მანანა ბერიკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g