LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილი: დღეს, 26 მაისს ჩემი თხოვნა და თქვენდამი მუდარა ორ სიტყვად ითქმის – ძალა ერთობაშია

71
280424227_347016604199152_403539799048394500_n

სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 26 მაისს ქართველმა ერმა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება.

ამგვარად, ქართველმა ერმა ერთხელ და სამუდამოდ თქვა უარი სხვა ქვეყნის ნაწილად ყოფნაზე, მონობაზე.

„ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებით გილოცავთ თქვენ, ვინც დღეს სამშობლოს წინაშე ფიცს დებთ. საქართველოს სამხედროებს ახასიათებდათ ბრძოლის უნარი, პასუხისმგებლობა, თავგანწირვა და ფიცისადმი ერთგულება. დღეს თქვენ ამგვარი ღირსეული სამხედრო ისტორიის ნაწილი გახდით და ტრადიციას ღირსეულად გააგრძელებთ. თქვენ იცით და კარგად აცნობიერებთ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა ადვილი საქმე არაა და მოითხოვს ღირსებასა და თავდადებას. 26 მაისს ქართველმა ერმა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება. ამგვარად, ქართველმა ერმა ერთხელ და სამუდამოდ თქვა უარი სხვა ქვეყნის ნაწილად ყოფნაზე, მონობაზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 მაისი მხოლოდ წარსულის გაცოცხლების დღე არ არის და არც ჩვეულებრივი დღესასწაული, არამედ 26 მაისი არის დაფიქრების და გააზრების დღე.

„26 მაისი მხოლოდ წარსული გაცოცხლების დღე არაა და არც ჩვეულებრივი დღესასწაული. არამედ დაფიქრების და გააზრების დღე. დღე, როცა ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ და ჩვენ თავს ვკითხოთ: ნუთუ ყველაფერს ვაკეთებ ისე, როგორც ესაჭიროება ამ ქვეყანას, მის მომავალს, მისი მოსახლეობის კეთილდღეობას, მის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.

ეს კითხვა ყველამ თავის თავს უნდა დაუსვას. ყველა მოქალაქემ, ამ ქვეყნის ყველა შვილმა – აქ თუ საზღვრის მიღმა მცხოვრებმა, რამეთუ დამოუკიდებლობა სწორედ ამას ნიშნავს.

ჩვენს ხელშია ჩვენი შვილების მომავალი. ამ პასუხისმგებლობას ვერავინ აირიდებს, თუმცა, ცხადია, ეს დაფიქრება უფრო ჩვენ გვევლება, ვინც ტრიბუნის აქეთ მხარეს ვდგავართ, რამეთუ მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია.

ეს პასუხისმგებლობა მეტად გამძაფრებულია, რამეთუ საქართველო კიდევ ერთხელ დგას როგორც საკუთარი ისტორიის არაერთ გადამწყვეტ მომენტში, გზაგასაყარზე. ჩვენ წინაშე ახალი შესაძლებლობებისა და გამოწვევების დრო დადგა. ეს ჩვენგან გარკვეულ პასუხებს, მზადყოფნას, მომავლის ხედვას და გამბედაობას მოითხოვს, სიფრთხილესთან ერთად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ერთად შეკრულ ერს დიდი მომავალი უწერია ევროპისა და საკუთარ თავთან დაბრუნებისკენ.

„კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოგმართოთ, რომ ეროვნული თანხმობა ამ მიმართულებით ცარიელ სიტყვად არ დარჩეს და ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ისტორიული შეგნების ამსახველი იყოს. ეს შანსი დღეს არსებობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ერთად შეკრულ ერს დიდი მომავალი უწერია ევროპისა და საკუთარ თავთან დაბრუნებისკენ.

დღეს, 26 მაისს ჩემი თხოვნა და თქვენდამი მუდარა, საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის მიმართ ორ სიტყვად ითქმის, ძალა ერთობაშია! როდის, თუა არა დღეს, უნდა შევიგნოთ, რომ სხვა გზა ჩვენ არ გაგვაჩნია – განაცხადა პრეზიდენტმა

„კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოგმართოთ, რომ ეროვნული თანხმობა ამ მიმართულებით ცარიელ სიტყვად არ დარჩეს და ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ისტორიული შეგნების ამსახველი იყოს. ეს შანსი დღეს არსებობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g