LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურიკო დავითაშვილი: ქართველი ხალხის ერთიანობა სამაგალითოა.. თავი ავწიოთ და მომავლის ლამაზი დღეები ერთად შევქმნათ

285
Untitled design (1)

გუშინ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2023-ის მეოთხედფინალში ისრაელს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დამარცხდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. დავითაშვილი მადლიერებას გამოხატავს ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობდნენ.

„ქართველი ხალხის ერთიანობა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ჩვენს გარშემო იყო, ნამდვილად სამაგალითოა და დღის ასეთი დასასრული არაა ის, რაც თქვენ დაიმსახურეთ.

საფინალო სასტვენი, ხალხის იდენტური რაოდენობა ტრიბუნებზე და საოცარი მხარდაჭერა მუდამ დარჩება ჩემს გონებაში.

მადლობა არის ძალიან სუსტი სიტყვა, რაც გულშემატკივრებისადმი ჩემს და გუნდის მადლიერებას გამოხატავს…

ახლა კი საჭიროა თავი ავწიოთ და წინ ვიყუროთ. იქ, სადაც მომავლის ლამაზი დღეები ერთად უნდა შევქმნათ ??“, – წერს ზურიკო დავითაშვილი.

 

ქართველი ხალხის ერთიანობა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ჩვენს გარშემო იყო, ნამდვილად სამაგალითოა და დღის ასეთი…

Posted by Zuriko Davitashvili on Saturday, 1 July 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები