ცნობილი ადვოკატი, ზვიად კორძაძე, ენგურზე მომხდარ გუშინდელ ტრაგედიას ეხმაურება, როცა აფხაზეთიდან მომავალი ოთხი ადამიანი დაიხრჩო და წერს, რომ ამ ტრაგედიის შესაფასებლად, სიტყვები არ ყოფნის.

„ბევრი ტრაგედია მომხდარა ბოლო პერიოდში, მაგრამ ენგურზე მომხდარი ამბავი ჩემთვის არის საშინელი, უსამართლო, დამთრგუნველი, სიტყვები არ მყოფნის…

21-ე საუკუნეში ადამიანი მდინარეში იხრჩობა იმის გამო, რომ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება არ შეუძლია, იძულებულია, შემოვლითი გზები ეძებოს და ამ დროს მოსდევს ვიღაც გადამთიელი და მას რომ გაექცეს, მდინარეში შედის და იხრჩობა.

გააზრებაც კი მზარავს, მრცხვენია, უსუსურობის განცდა მაქვს, ყველაფერი კარგავს აზრს, ფერს, მნიშვნელობას.

ყველაზე საშინელი ისაა, რომ ვერაფერს ცვლი, იმიტომ რომ ველური, არაცივილიზებული ერი გყავს შემოჭრილი სახლში და ყოფს, სპობს, შუღლს და ღვარძლს თესავს, კლავს და წამლავს.

ვიღაც ტელევიზორში გამოიჯგიმება და რუსი ტურისტის კომფორტზე დაგიწყებს ლექციის კითხვას.

გავარტყი თქვენს ეროვნულ თვითშეგნებას, თავმოყვარეობას და სტომაქზე მიბმულ პატრიოტიზმს“.

მსგავსი თემები