LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი ლაღიძეს რიშარ გალიანომ სიმღერა მიუძღვნა

5
lagidze20212

გოგა ჩანადირის ფოტოები

ცნობილმა ფრანგმა აკორდეონისტმა რიშარ გალიანომ, რომელიც საქართველოში არაერთხელ არის ნამყოფი, ქართველ ქალბატონს, მის იმპრესარიოს საქართველოში, ანი ლაღიძეს, კომპოზიცია მიუძღვნა. ანი ლაღიძე ფესტივალ „თბილისი რიტმის“ დამფუძნებელი გახლავთ.

ანი ლაღიძემ ამ სასიამოვნო სიახლის შესახებ თათა სადრაძის გადაცემაში ,,არტ-Fm” ისაუბრა:

„რა თქმა უნდა, საქართველოში ძალიან ბევრი არტისტი ჩამოდის, თუმცა ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს, რიშარ გალიანომ ბევრი იმუშავა. მახსოვს, გადმომცა გამზადებული ნოტები და კომპოზიციას ჰქვია „ანის სიმღერა“. ოთარ მაღრაძემ ის სტუდიაში ჩაწერა და ასეთი სასიამოვნო სიურპრიზი მოამზადა. ძალიან ბედნიერი ვარ ამით… როგორც მეუბნებიან, აქ არის ანი, ანის ხასიათი ჩადებული… ჩვენი სფეროს მომავალი ბუნდოვანია, მაგრამ ძალიან მინდა, რიშარ გალიანოს კონცერტი გავმართო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად“.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები