LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბათუმს ყველაზე მეტად ფესტივალები უხდება, მალე კიდევ ერთი, ყველასთვის საყვარელი „შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი“ აიღებს სტარტს” – სოფო ხალვაში

3
sofo

გადაცემის ლაივი LIVE

26 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ბათუმის მერის მოადგილე, მომღერალი სოფო ხალვაში სტუმრობდა, რომელმაც აგვისტოს თვეში ბათუმში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

– სოფო, რას უმზადებთ ბათუმელებს და ქალაქის სტუმრებს?

– ბათუმს ყველაზე მეტად ფესტივალები უხდება, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ ზაფხულის სეზონის მსგავსი ღონისძიებებით დატვირთვას. ახლა ელისო ბოლქვაძის „შავი ზღვის ფესტივალს“ ვმასპინძლობთ, რომელიც იუნესკოს ეგიდით იმართება და სხვადასხვა ქვეყნის კულტურას ეძღვნება. მალე კიდევ ერთი, ყველასთვის საყვარელი „შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი“ აიღებს სტარტს, რომელიც ბათუმის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. წელს ფესტივალი 15 წლის იუბილეს აღნიშნავს, დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებული პროგრამა ექნება, ამიტომ ყველას ვურჩევ ფესტივალის სტუმრობას.

– თავად თუ გეგმავთ კონცერტის მოწყობას?

– ძალიან რთულია, ერთდროულად რამდენიმე კონცერტის დაგეგმვა. მირჩევნია ჯერ სამსახურებრივი მოვალეობები შევასრულო და მერე მივხედო საკუთარ შემოქმედებას. არაა გამორიცხული შემოდგომაზე მოვაწყო სოლო კონცერტი, 28 აგვისტოს კი, შავი ზღვის ფესტივალის ფარგლებში შევხვდები მსმენელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები