LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ციტადელი” 2020 წლის ბოლომდე, თბილისში დიდ სამშენებლო მარკეტს გახსნის

6
90851756-1288970161308809-5745164364999032832-o

რამდენად დიდია covid 19-ის ნეგატიური გავლენა სამშენებლო ბიზნესზე და როგორ აგრძელებს საქმიანობას ეს სექტორი – „ბიზნესნიუსის“ სტუმარი ამჯერად სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის იმპორტიორი კომპანია „ციტადელის“ დისტრიბუციის მიმართულების ხელმძღვანელი – გიგა ვაშაკიძე იყო.

რა გამოწვევების წინაშე დააყენა ახალმა კორონავირუსმა სამშენებლო ბიზნესი საქართველოში?

ვირუსის ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე, რა თქმა უნდა, გლობალურად და ლოკალურად აისახა უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის სექტორზე. სამშენებლო სექტორში, სხვადასხვა კომპანიებში პანდემიის გავლენის ხარისხი დამოკიდებული იყო იმაზე, რამდენად სწრაფად ადაპტირდნენ ისინი არსებულ რეალობასთან.

უშუალოდციტადელსრამდენად დიდი ზიანი მიაყენა მიმდინარე მოვლენებმა, კადრების შემცირება ხომ არ მოგიხდათ?

მოგეხსენებათ, მიმდინარე მოვლენების გამო, როგორც ყველას, ჩვენც შეჩერებული გვქონდა საქმიანობა, ამიტომ კომპანიამ საკმაოდ დიდი ზარალი მიიღო. ამ ეტაპზე ზარალის შესწავლის პროცესში ვართ და ზუსტ ციფრებს ვერ დაგისახელებთ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ კადრები შეგვენარჩუნებინა და ამ ეტაპზე, შემცირებას ადგილი არ ჰქონია.

-როგორ შეცვალა თქვენი საქმიანობა ამ პანდემიამ?

პანდემიის პირობებში, მომსახურების მიღების სისტემა შევცვალეთ. ოპერატიულად მოვახდინერთ რეალობასთან ადაპტირება, გავითვალისწინეთ ყველა რეკომენდაცია და გადავედით დისტანციურ მუშაობაზე, ანუ ონლაინ გაყიდვებზე. მიმდინარე რეჟიმმა კიდევ უფრო დაასტიმულირა ონლაინ ვაჭრობის განვითარება,  გააუმჯობესა ონლაინ გაყიდვების ტექნოლოგიები და ბევრად დახვეწა ლოჯისტიკის სისტემა. ამასთან, დღევანდელმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ დისტანციური მუშაობა არანაკლებ ეფექტური და პროდუქტიულია.

რამდენი დასახელების პროდუქციაა თქვენთან წარმოდგენილი და როგორ ხდება ამ  ეტაპზე მათი რეალიზაცია?

“ციტადელის” ისტორია 2011 წლიდან იწყება. დაარსების დღიდან კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამშენებლო მასალების ბაზარზე.  დღეისათვის, ციტადელი როგორც სამშენებლო მასალების, ისე ტექნიკის იმპორტიორი კომპანიაა. ციტადელის პრიორიტეტია პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და მაღალი ხარისხი. სწორედ ამიტომ, კომპანია თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: ,,Rockwool“, ,,Sveza“, ,,Peri”, ,,Icopal“, ,,Isover“, ,,Liebherr”, „GocmakSan” ,,Baumak”, ,,Syply”, ,,kreisel”, ,,Paroc”, ,,Kronospan”, ,,Saint-Gobein”, “Bosch” და სხვა. ციტადელი მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ სამშენებლო მასალებს: საყალიბე სისტემები, მეტალი, ჰიდროიზოლაცია, თერმო და ხმის იზოლაცია, ფანერები/ფილები და სამშენებლო ტექნიკა. მოცემული პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს სამშენებლო სფეროში დადგენილ და მოქმედ სტანდარტებს.

ეს ყველა პროდუქცია წარმოდგენილია ჩვენს ფეისბუქ გვერდზე, დავიწეთ უკვე მუშაობა, რომ შევქმნათ ონლაინ პლატფორმაც, საიდანაც შევძლებთ, ჩვენი მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქციის მიწოდებას.

-რეალიზაციის არეალი მხოლოდ დედაქალაქს მოიცავს?

რეალიზაცია ხდება სრულიად საქართველოს მასშტაბით. 9 ფილიალი გვაქვს ქვეყანაში, ეს არის: თბილისის ფილიალები, ქუთაისის და ბათუმის ფილიალები.  მაღაზიები უკვე გავხსენით და ისინი ზედმიწევნით ითვალისწინებენ ჯანდაცვის ორგანიზაციების იმ რეკომენდაციებს, რაც დადგენილია მუშაობისთვის.

-რამდენ ადამიანს ასაქმებთ ამ დროისთვის?

ჩვენი კომპანია 200-ამდე ადამიანს აერთიანებს. თუმცა, ეს რიცხვი მუდმივად იზრდება და ვფიქრობთ, რომ 2020 წლის ბოლოსთვის ჩვენი თანამშრომლების რიცხვი გაიზრდება 240 ადამიანამდე. იგეგმება ახალი ფილიალის გახსნა – აგლაძის ქუჩაზე ჩვენ გავხსნით დიდ სამშენებლო მარკეტს, რომელიც გააერთიანებს დამატებით იმ ბრენდებს, რომლებიც ოპერირებენ დღეს სამშენებლო ბაზარზე.

სოციალური პაუსხისმგებლობის კუთხით, რამდენად აქტიურები ხართ და ამ პერიოდში, რა აქტივობები განახორციელეთ?

„ციტადელმა“ covid-19-ის პრევენციის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს- კერძოდ ჟურნალისტებს, სადეზინფექციო საშუალებები, პირბადეები გადასცა.  ამ აქტივობით მათ გაწეული სამუშაოსთვის კიდევ ერთხელ გადავუხადეთ მადლობა. გარდა ამისა, ღონისძიებები განვახორციელეთ ჩვენი კადრების უსაფრთხოების მიზნისთაც და თავიდანვე გავადევით დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები