LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან აგრესიული კომენტარები მახსოვს, როცა მაყურებელი პირდაპირ მოითხოვდა ქეთის მოკვლას” – „არტ-FM“

31
bochorishvili-sharvadze

გადაცემის ლაივი LIVE

1 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ სერიალის „ჩემი ცოლის დაქალები“ მთავარი როლის შემსრულებლები გიორგი ბოჭორიშვილი და სალომე შარვაძე სტუმრობდნენ, რომელთაც პოპულარული ტელეშოუს მე-14 სეზონზე ისაუბრეს.

– გიორგი, უამრავ ფილმსა და სპექტაკლში მიგიღიათ მონაწილეობა. რომელ როლს ან პერსონაჟს გამოარჩევდით?

– ძალიან მომწონს ჩემი ბოლო ნამუშევარი თინათინ ყაჯრიშვილის ფილმიდან “ჰორიზონტი”, რადგან ძალიან საინტერესო პერსონაჟი აღმოჩნდა და სერიოზული მუშაობა დამჭირდა მის მოსარგებად.

– სალომე, როგორ აფასებთ თქვენს პერსონაჟს სერიალიდან?

– ქეთი ჩვეულებრივი ადამიანია თავისი სუსტეებით. მართალია, სიმტკიცე და მიზანდასახულობა აკლია, მაგრამ მაინც დადებითი პერსონაჟია, რომელსაც ბევრი აქვს საერთო ნებისმიერ ჩვენგანთან. სხვათაშორის, საკმაოდ სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა ჩემთვის მისი განსახიერება. პირველ სერიაში ძალიან ვინერვიულე, თუმცა არაჩვეულებრივი პარტნიორების წყალობით, თავით გადავეშვი მუშაობაში, სწრაფად გავუგე და ვფიქრობ, ზუსტად გადმოვეცი მისი ხასიათი.

– სოციალურ ქსელში გავრცელებულ ყველაზე უცნაურ კომენტარს ხომ ვერ გაიხსენებდით?

– ძალიან აგრესიული კომენტარები მახსოვს, როცა მაყურებელი პირდაპირ მოითხოვდა ქეთის მოკვლას.

– გიორგი, რა რეაქცია აქვს მაყურებელს როცა პირადად გხვდებათ?

– რეაქცია ძალიან არაერთგავროვანია, რადგან ჩვენი მაყურებელი აბსოლუტურად განსხვავებულ სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნება. ზოგი ჩემი პერსონაჟის  სახელითაც მომმართავს, რადგან მისთვის ზაზა უფრო კარგად ნაცნობი და ახლობელია.

– სხვა პერსონაჟის განსახიერებას ხომ არ ისურვებდით სერიალიდან?

– (გიორგი ბოჭორიშვილი) არა, რადგან ზაზა დიდი ხანია ჩემი ცხოვრების ნაწილია.

– (სალომე შარვაძე) საპილოტე სერიაში კატოს როლს ვასრულებდი, თუმცა სწრაფად გავხდი ქეთი და უკვე მეშვიდე სეზონია მის როლს ვასრულებ.

– თქვენს ოჯახის წევრებს რამდენად მოსწონთ სერიალი?

– (გიორგი ბოჭორიშვილი) ვფიქრობ, ყველას ძალიან მოსწონს.

–  (სალომე შარვაძე) ჩემები ყველა სერიალს უყურებენ და ძალიან კმაყოფილები არიან.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები