LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან ვღელავ პრემიერის წინ” – ხვალიდან კინოთეატრებში ახალი ქართული სათავგადასავლო ფილმი „იზი და ჯადოქარი“ გამოჩნდება

9
giga-kukhianidze

19 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემის „არტ-FM“-ის სტუმრებმა გიგა კუხიანიძემ და სოსო ხვედელიძემ, Giga Production-ის პირველ სრულმეტრაჟიან ნამუშევარზე „იზი და ჯადოქარი ისაუბრეს, რომლის პრემიერა 21 მარტს შედგება.

 

– გიგა, რა ჟანრშია ახალი ფილმი გადაღებული?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ თბილისური პრემიერის შემდეგ,  ფილმის რეგიონებში მოგზაურობა ქუთაისში დაიწყება 23 მარტს. სიმართლე ვთქვა, ძალიან ვღელავ პრემიერის წინ, რადგან როცა დაუღალავად შრომობ, შედეგიც შესაბამისი გინდა რომ იყოს. მართლაც, უამრავი ადამიანი ჩაება სადებიუტო ფილმის შექმნაში, რომელიც ბავშვებთან ერთად, უფროსებსაც ძალიან მოეწონებათ, რადგან საოჯახო ფანტასტიკის ჟანრს მიეკუთვნება და უამრავ საიინტერესო თემას აერთიანებს.

– სოსო, რამდენად რთული იყო ჯადოქრის როლის მორგება?

– ჩემი ჯადოქარი ძალიან არასტანდარტული პერსონაჟია, როგორც ვიზუალურად, ისე ხასიათითა და ქცევის მანერით, რომელიც მშობლებს ძიებაში მიმართავს ჯადოქრობას.

– გიგა, როგორ შედგა თქვენი და სოსოს თანამშრომლობა?

– მართალია, სოსოს შორიდან ვიცნობდი, მაგრამ მისი ფილმში მიწვევა რეჟისორმა ხათუნა გიორგობიანმა გადაწყვიტა და ჩვენი ნაცნობობაც სწორედ მაშინ შედგა. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გაკეთდა, რადგან სოსო იდეალურად მოერგიო საკუთარ როლს.

– ჰყავდა თუ არა ჯადოქარს რეალური პროტოტიპი?

– სცენარზე მუშაობისას, პირველ რიგში ფილმის ორიგინალობაზე ვფიქრობდით, რადგან არ გვინდოდა სხვა ფილმებს დამსგავსებოდა, ამიტომ ყველა პერსონაჟი, ჯადოქრის ჩათვლით, სრულიად ახალი, თვითმყოფადია და არა თუ პროტოტიპი, ვფიქრობ, ანალოგიც არ ჰყავს.

– რამდენად კმაყოფილი ხართ საბოლოო შედეგით?

– ფილმი სრულად ჯერ არ მინახავს, თუმცა ძალიან აქტიურად ვმონაწილეობდი მის შექმნაში, ამიტომ ძალიან მიჭირს ობიექტურად შეფასება. ყოველთვის ზედმეტად კრიტიკული ვარ საკუთარი თავის და ნებისმიერი ნამუშევრის მიმართ, ამიტომ ძალიან მაინტერესებს მაყურებლის აზრი და მისი შეფასება.

– ვისი შფასებაა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

– მართალია, მეტწილად საკუთარ შინაგან ხმას ვუსმენ, მაგრამ ახლა, აბსოლუტურად სხვა შემთხვევაა, რადგან მე მხოლოდ ვხელმძღვანელობდი ერთობლივ პროექტს როგორც აღმასრულებელი პროდიუსერი.

– სოსო, როგორ მოგეწონათ გადაღების პროცესი?

– არაჩვეულებრივი გარემო შეიქმნა გადასაღებ მოედანზე, ყველაფერი იდეალურად იყო ორგანიზებული, რაც პირველ რიგში გიგას და საოცრად მოწესრიგებული შემოქმედებითი ჯგუფის დამსახურებაა.

– გიგა, სამომავლოდ რა ჟანრის პროექტზე გეგმავთ მუშაობას?

– ინტენსიურად ვართ ჩართული ახალ პროექტში, რომელიც თინეიჯერებისთვის იქნება, თუმცა ჟანრის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, რადგან ფილმის ხასიათი მხოლოდ მუშაობის პროცესში გახდება ნათელი.

– საერთაშორისო ფესტივალებში ხომ არ ფიქრობთ ახალი ფილმით მონაწილეობას?

– სხვათაშორის, ფილმის ფესტივალზე გატანის იდეა სოსომ შემომთავაზა. მოლაპარაკება უკვე დაწყებულია, თუმცა რა შედეგით დასრულდება ჯერ არ ვიცი.

– სოსო, გაგრძელდება თუ არა თქვენი თანამშრომლობა სერიალთან „ჩემი ცოლის დაქალები“?

– დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი. ამ ეტაპზე სერიალში არ ვმონაწილეობ, მომავალში კი, ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდება.

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/434439990644596/

– როგორ ემზადებით სპექტაკლის „მთელი დარჩენილი სიცოცხლე“  პრემიერისთვის?

– „სამეფო უბნის თეატრს“ ყოველთვის წარმატებული პროექტები აქვს, რადგან თემურ ჩხეიძის სახელოსნოში საოცრად ნიჭიერი რეჟისორები და დრამატურგები არიან. ძალიან ინტენსიურად ვემზადებით პრემიერისთვის, რომელიც მარტის ბოლოს შედგება და ვფიქრობ, მაყურებელიც კმაყოფილი დარჩება.

– გიგა, რას ნიშნავს თქვენთვის ევროვიზია?

– ევროვიზია ჩემთვის დიდ სიყვარულთან და უზარმაზარ შრომასთან ასოცირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები