LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Yeah ყველას პოზიტიურ განწყობას შეუქმნის და ოპტიმიზმსაც შემატებს – სალიოს სიმღერის პრემიერა „არტ-FM“-ში

5
salio-artfm

გადაცემის ლაივი LIVE

7 მაისს რადიო „ფორტუნამ“ და თათა სადრაძის გადაცემამ „არტ-FM“, მუსიკოსს სალომე კორკოტაშვილს უმასპინძლა შემოქმედებითი სიახლეებითა და ახალი სიმღერის Yeah პრემიერით.

– სალომე, რომელ სიმღერას გამოარჩევდით საკუთარი შემოქმედებიდან?

– ძალიან მომწონს ახალი სიმღერა, რომელიც არა მხოლოდ ქართველებს, არამედ ყველა იმ ადამიანს მივუძღვენი, ვინც პესიმისტურადაა განწყობილი და თვლის, რომ არაფერი გამოუვა. იმედი მაქვს, Yeah ყველას პოზიტიურ განწყობას შეუქმნის და ოპტიმიზმსაც შემატებს.

– ზაფხულში ეროპაში მართავთ მასშტაბურ ტურნეს, სექტემბერში კი, იაპონიაში მიემგზავრებით. საინტერესოა, კონკრეტულად რომელ ქალაქებს ესტუმრებით?

– სიმართლე ვთქვა, ჯერ არც ქალაქებია განსაზღვრული, არც კონცერტების თარიღი, თუმცა ქართველი ემიგრანტები მთელ ევროპაში მრავლად არიან და ყველგან მოუთმენლად ელიან ჩვენთან შეხვედრას, ტოკიოში კი, დიდხანს ვოცნებობდი მოგზაურობას, რადგან ყოველთვის ვინტერესდებოდი იაპონიის კულტურით და ტრადიციებით. ინდონეზიაში მოგზაურობისას, იაპონელი გოგონა გავიცანი, რომელსაც ძალიან მოეწონა ჩემი ხმა, სიმღერა და სწორედ მან შემომთავაზა ტოკიოს კლუბებში გამოსვლა.

– რამდენადაც ვიცი, ფილმისთვის წერთ მუსიკის. რამდენად რთულია კინომუსიკაზე მუშაობა?

– პირველი სიმღერა „ვარსკვლავები“ ცხრა წლისამ დავწერე, ამიტომ კარგად ვიცი, რამდენად რთულია ზოგადად მუსიკის და განსაკუთრებით ფილმისთვის მუსიკის შექმნა. სიამოვნებით მივიღე შემოთავაზება და მთელი პასუხისმგებლობით შევუდექი მუშაობას. სოლფეჯიოს, ჰარმონიას ვსწავლობ და ბდნიერი ვარ, რომ საუკეთესო პედაგოგი მყავს, რომელსაც დიდად ვემადლიერები. მუსიკა სპეციალურად შექმნილი ორკესტრისთვის იწერება, აუცილებლად იქნება ელექტრონული ჟღერადობაც, რადგან ვფიქრობ, ასე ბევრად საინტერესო გამოვა. სამწუხაროდ, უფლება არ მაქვს, მეტი ვთქვა ფილმზე, თუმცა ყველა აქტიურად ვართ ჩაბმული მუშაობაში და იმედი მაქვს მაყურებელი კმაყოფილი დარჩება ჩვენი ნამუშევრით.

– სად პოულობთ შთაგონებას მუსიკის შექმნისას, არის თუ არა ოჯახი ერთგვარი მოტივატორი?

– რა თქმა უნდა, ჩემი 10 წლის ზუკა, რომელიც ბევრს ჩემი ძმა ჰგონია, მთავარი სტიმული და მოტივატორია, რომლისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ, მეუღლე ბრიტანელია, თუმცა საქართველოში ცხოვრობს, ქართული ისწავლა და ჩვენი ქვეყანაც ძალიან შეიყვარა, რადგან საკმაოდ ხშირად ვმოგზაურობთ რეგიონებში. ცოტა ხნის წინ სვანეთში ვიყავით, ახლა კი, თუშეთში ვაპირებთ გამგზავრებას.

– სამომავლოდ რა გეგები გაქვთ?

– ძალიან მინდა მოზარდებისთვის მუსიკალური კოლეჯის გაკეთება, სადაც უცხოელი პედაგოგები იმუშავებენ ქართველ ბავშვებთან. მართალია, ჯერ ვერ შვძელი საკუთარი იდეეით ბიზნესმენების დაინტერესება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მაინც შევძლებ ჩანაფიქრის განხორციელებას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები