LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერისიონი“ გრანდიოზული საიუბილეო კონცერტისთვის ემზადება

9
ans.-erisioni-art-fm

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი  შერმანდი ჭკუასელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი ეკა ჭკუასელი ესტუმრნენ. მოწვეულმა სტუმრებმა იმ საიუბილეო კონცერტის შესახებ ისაუბრეს, რომელიც დიდ საკონცერტო დარბაზში 28 ნომბერს გაიმართება.

„ერისიონი“ გამორჩეული და განსაკუთრებული ანსამბლია, რომელმაც ძალიან დიდ დროს გაუძლო. 2020 წელს კი 135 წლის იუბილეს აღნიშნავს. ბატონო შერმანდი რით იქნება გამორჩეული და განსხვავებული „ერისიონის“ ის საღამო, რომლისთვისაც დიდი ხანია სამზადისი მიმდინარეობს?

პირველ რიგში მივესალმები თქვენს მსმენელს, ყოველი კონცერტი თუ შოუ პროგრამა, რომელიც მოიცავს ხალხურ შემოქმედებას, ნამდვილად გამორჩეულია, რადგან ეს ჩვენი ერის სულია. მასში ჩადებულია ჩვენი ერის ხასიათი და ისტორია, თავისი ადათ-წესებით. პასუხისმგებლობა დიდია ქართველი მაყურებლის წინაშე, ამიტომ  კონცერტიც გამორჩეული იქნება.

ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, როდესაც კოსტუმებზე ვსაუბრობთ, როგორც ვიცი კოსტუმებშიც კი შეიტანეთ ცვლილება, ქალბატონო ეკა გვიამბეთ ამის შესახებ?

მოგესალმებით ყველას, რაც შეეხება კოსტუმებს დიდი რადიკალური ცვლილებები რა თქმა უნდა არ არის,  რჩება ბატონი მერაბ ბერძენიშვილის უნიკალური შესრულებული ესკიზები, იქნება პატარ-პატარა  შტრიხები შეტანილი. შოუ პროგრამაში იქნება ახალი დადგმები და დარწმუნებული ვარ, რომ ისიამოვნებს ჩვენი მაყურებელი.

ბატონო შერმანდი, კონკრეტულად  რა ცვლილებები-სიახლეებია ანსამბლში, რომ გვიამბოთ?

კონცერტი ჩატარდება ორი საათის განმავლობაში, რომელიც მოიცავს მთელი საქართველოს ფოლკლორს, რა თქმა უნდა პროფესიონალურ დონეზე აყვანილს. იქნება  ყოველი კუთხის ცეკვა-სიმღერა  წარმოდგენილი.

ასევე  გვაქვს დაგეგმილი კონცერტები ყველა კუთხეში. ძალიან საინტერესოა რეგიონებში,  მაყურებელთან ურთიერთობა ისინი საოცრად თბილად გვიღებენ. ჩვენი ვალდებულებაა ჩვენს საყვარელ ხალხს წარვუდგინოთ ხელოვნება და ფოლკლორი ისეთი  როგორიც გვეკადრება.

ქალბატონო ეკა თუ შეგიძლიათ ჩინეთზეც გვითხრათ მოკლედ ორიოდე სიტყვა?

ჩინეთი იყო  მოგზაურობებიდან ერთ-ერთი გამორჩეული, ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ფესტივალში, რომელსაც უყურებს 600 მილიონი მაყურებელი. საკმაოდ დიდ ხნიანი მოგზაურობა იყო, თუმცა ძალიან წარმატებული. მადლობა გვინდა გადავუხადოთ არჩილ კალანდიას, ის რომ არა ეს მოგზაურობა არ შედგებოდა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები