LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ერთი წელი დამჭირდა, რომ ზედმეტი წონა მომეშორებინა” – ნუცა ბუზალაძე სტუმრად ,,არტ-Fm”-ში

22
nucabuzaladzeatfmm

რადიო ,,ფორტუნას” გადაცემის ,,არტ-Fm” ონლაინ სტუმარია მომღერალი ნუცა ბუზალაძე.

გადაცემის ლაივი LIVE

როგორი კომენტარები მოჰყვა კონკურსს, სადაც დიდ წარმატებას მიაღწიე?

პირველ რიგში მივესალმები თქვენს მსმენელს, ყოველთის მიხარია თქვენთან სტუმრობა, თუმცა ახლა ფიზიკურად არ შემიძლია, მინდა ყველას ვუსურვო ჯანმრთელობა და გამძლეობა. რაც შეეხება ჩემს პროექტს,  არანაირი ნეგატიური შეფასება და კომენტარი არ მოყოლია, ყოველ შემთხვევაში ჩემამდე არ მოსულა. ისეთი დადებითი შეფასება მივიღე ყველასგან, რომ ძალიან გაოცებული ვიყავი, ვშფოთავდი ერთი კვირა, ვერ ვიტევდი ამდენ ემოციას.

ყველაზე ხშირად რა რჩევას გაძლევს დედა?

სულ მეუბნება, რომ წყნარად ვისაუბრო, თუმცა ეს არ გამომდის. ლაპარაკს, როდესაც ვიწყებ, ვერ ვჩერდები.

,,სონი მიუზიკთან” თუ არის რაიმე სიახლე?

სიმღერა ჩავწერე თბილისში და გავაგზავნე, იქ გაუკეთეს ბალანსი, დაამუშავეს და თვითონვე გამოუშვეს ზუსტად ფინალის დღეს. რუსეთის მასშტაბით, სადღაც ორ დღეში ეს სინგლი იყო 70-ე ადგილზე ჩარტებში, რაც ჩვენი ძალიან დიდი მიღწევაა. ამ ყველაფერში დამეხმარა სერგეი ლაზარევი, რომელიც გაგიჟებული იყო იმით, რომ ვერ გავიმარჯვე. ვგეგმავ ისევ ახალი სიმღერების ჩაწერას, თუმცა ამ ეტაპზე ყველაფერი დაკეტილია და ველოდები როგორც ყველა, ასევე მეც, რომ დავუბრუნდეთ ენერგიულ, ჩვეულ  ცხოვრებას.

რუსული მედია ბევრს წერდა შენსა და სერგეი ლაზარევზე, ახლაც თუ მეგობრობთ და რა ურთიერთობა გაქვთ?

რა თქმა უნდა ჩვენ ვმეგობრობთ, ამ ადამიანმა სხვანაირი მხარდაჭერა გამოხატა ჩემს მიმართ, რაც დასაფასებელია. მას ვახსოვარ იურმალადან, რადგან როდესაც იქ გამოვედი მან გამომაცხადა.

რაც შეეხება თვითიზოლაციას, მოგვიყევი რას აკეთებ დღის განმავლობაში?

რადგან ვერსად დავდიოდი და ყველაფერი დაკეტილი იყო, გადავწყვიტე, რომ სახლში მევარჯიშა. დილა იწყება ცეკვით შემდეგ ვაგრძელებ პრესით და იმ სხვადასხვა ვარჯიშით, რასაც აქამდე ვაკეთებდი დარბაზში, ძალიან ბევრ ვმოძრაობ. ასევე დავიწყე ჯანსაღი საჭმელების მომზადება, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. ვცდილობ, რომ დრო საინტერესოდ გავიყვანო. ძალიან მიყვარს დიდ სივრცეში ყოფნა, მისაღებ ოთახში მაქვს დინამიკი და მიკროფონიც, ამიტომ იქ ვვარჯიშობ და ვრეპეტიციობ.

კითხულობ თუ არა წიგნებს, ან თუ უყურებ ფილმს?

დავიწყე სერიალ ,,ქაღალდის სახლის” ყურება, რომელსაც მგონი მთელი მსოფლიო უყურებს. ისე მომეწონა, რომ სამი დღე გადაბმულად ვუყურებდი. ასევე ფილმებს ვუყურებ ყოველ ღამით და სულ ვითხოვ, რომ რამე ახალი და კარგი მირჩიონ. მაქვს ინსტაგრამის მეორე გვერდი, სადაც სწორ კვებასთან დაკავშირებით ვიძლევი რჩევებს და უკვე ძალიან ბევრ გოგოს დავაკლებინე.

დაახლოებით რამდენი კილო დაიკელი და რა დრო დაგჭირდა ამისთვის?

მთლიანობაში ერთი წელი დამჭირდა, რომ ჩემი ზედმეტი წონა მომეშორებინა. ძალიან მიყვარდა ტკბილი და რთულად გადავეჩვიე. მომიწია ბევრი ვარჯიში და ჯამში დავიკელი 13 კილო. ყველას ყველაფერი გამოუვა, მთავარია მონდომება და სურვილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები