LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ევროვიზია” 3-ჯერ არავის მოუგია, მეოთხედ მოგება კი რეკორდს გაამყარებს, ნიკო ღირსეული კანდიდატია და იმსახურებს გამარჯვებას – კომპოზიტორი გიგა კუხიანიძე და საბავშვო ,,ევროვიზიის” მონაწილე ნიკოლოზ ქაჯაია „არტ FM“-ში

16
nikolozqajaia

გადაცემის ლაივი LIVE

30 ნოემბერს „არტ FM“-ს კომპოზიტორი გიგა კუხიანიძე და საბავშვო ევროვიზიის მონაწილე ნიკოლოზ ქაჯაია ესტუმრნენ. როგორ ემზადებიან ევროვიზიისთვის, ამის შესახებ მათ ,,ფორტუნას” ეთერში ისაუბრეს.

გიგა, ხმის მიცემასთან დაკავშირებით გარკვეული საკითხები გართულდა? როგორ უნდა მივცეთ ხმა?

-ადრე საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლისთვის ხმის მიცემის უფლება არავის ჰქონდა, ახლა კი შესაძლებელია. აღნიშნული წესი ქმნის იმ პრობლემას, რომ დიდი ქვეყნის წარმომადგენლებმა შესაძლოა ბევრად მეტი ხმა მოაგროვონ, ვიდრე პატარა ქვეყნის წარმომადგენლებმა. თუ გავერთიანდებით, გვექნება საშუალება, რომ მეოთხედაც მოვიგოთ კონკურსი.  ,,ევროვიზია” 3-ჯერ არავის მოუგია, მეოთხედ მოგება კი რეკორდს გაამყარებს. ნიკო ღირსეული კანდიდატია და იმსახურებს გამარჯვებას.

საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე ნიკოლოზ ქაჯაია წარდგება

არსებობს აპლიკაცია „Junior Eurovision TV” სადაც შეგვიძლია შევიდეთ და ვნახოთ ხმის მიცემის წესები. აპლიკაციიდან ხმის მიცემა შეუძლიათ როგორც საქართველოში მცხოვრებლებს, ისე ემიგრანტებს. ხმის მიცემის პროცესის დასასრულებლად საჭიროა, რომ ჩვენი ქვეყნის გარდა, ხმა 2 სხვა ქვეყანასაც მივცეთ.

ნიკო, ალბათ აქამდე მისვლა არ იყო მარტივი. რამდენად რთული იყო ეს გზა?

-სიმართლე გითხრათ აქამდე მოსვლა არ იყო ადვილი იმიტომ, რომ ძალიან დიდი დრო დამჭირდა. გამიხარდა როცა გავიგე, რომ ,,ევროვიზიაზე” საქართველოს ხმით უნდა გამოვსულიყავი. ქართველებს მინდა ვთხოვო, რომ ხმა მომცენ.

გიგა-ხმის მიცემა 17 რიცხვში იწყება. 17, 18, 19 რიცხვებში პირდაპირი ეთერის დაწყებამდე შეგვიძლია ხმის მიცემა. კონცერტი 19 რიცხვში დაიწყება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლით გადაიცემა. პირდაპირი ეთერის დროს, დროებით შეწყდება ხმის მიცემა და კონცერტის დასრულებამდე 15 წუთით ადრე კვლავ განახლდება.

-ნიკო, რას ნიშნავს შენთვის სიმღერა და რამდენი წლიდან მღერი?

-პირველად ჩემს საახლობლო წრეში ვიმღერე, როცა 3 წლის ვიყავი. რომ გავიზარდე მასწავლებელთან დავიწყე სიარული და როგორც ხედავთ ამდენ რამეს მივაღწიე.

-რაზე ოცნებობ?

-პირველ რიგში ,,ევროვიზიის” მოგებაზე. მომავალში კი მინდა პოპულარული მომღერალი გავხდე.

წინა საკონცერტო სამზადისში ყველაფერი მოგწონს თუ შეცვლიდი რამეს?

სიმღერაც და ცეკვაც უფრო გავაუმჯობესე და ,,ევროვიზიაზე” უკეთესად წარვდგები.

-გიგა, რა არის შენთვის ინსპირაციის წყარო?

-პირველ რიგში ადამიანი, რომელიც სცენაზე უნდა იდგეს. მუშაობის დროს არ ვფიქრობ იმაზე, მე რა მომეწონება. ჩემთვის მთავარია ბავშვმა მოირგოს მუსიკა. ფანტასტიკური მუსიკაც რომ დაწერო, შეიძლება ბავშვმა ვერც მოირგოს და ვერც გითხრას ეს. ამ შემთხვევაში მიწებებულივით გამოვა და არ იქნება ლამაზი. როცა ბავშვს პირველად ვასმენინებ მუსიკას, თვალებში ვუყურებ და  მაშინვე ვხვდები მოეწონა თუ არა. თუ არ მოეწონა, თავიდან ვიწყებ წერას.

ნიკოს, პირველივე მოსმენისას ძალიან მოეწონა სიმღერა და მივხვდი, რომ ის მისი იყო. ახლა ყველა მართლა იმას ამბობს, რომ ეს სიმღერა ნიკოს ძალიან უხდება. სიმღერას ვიდეო რგოლიც დაერთო, რისთვისაც რეჟისორ ზაზა ორაშვილს დიდ მადლობას ვუხდით. საბოლოოდ ეს სიმღერა ჰიტი გახდა.

-გიგა, შენ სამომავლო გეგმებზე რომ გვესაუბროთ

-დიდად დაგეგმილად ვერ ვმუშაობთ, თუმცა პანდემიის დროს არ გავჩერებულვართ. გამოვუშვით ვიდეორგოლები. ახლაც გვაქვს პროექტები და იანვრიდან ახალ ვიდეორგოლებს შევთავაზებთ მსმენელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები