LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფესტივალს თანამედროვე ჯაზის ვარსკვლავი, ხუთი ,,გრემის” მფლობელი ანტონიო სანჩესი გახსნის – გიორგი კერესელიძე ჯაზ-ფესტივალის დეტალებით ,,არტ-FM”

16
giorgikereselidze455

გადაცემის ლაივი LIVE

18 ივნისს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ,,არტ-FM” ,,ისთერნ ფრომოუშენის” დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი კერესელიძე სტუმრობდა, რომელმაც 6-8 ივლისს დაგეგმილ თბილისის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალზე ისაუბრა.

– ბატონო გიორგი, ძალიან სასიამოვნოა, რომ იძულებითი პაუზის შემდეგ ისევ განახლდა ფესტივალი,

– მართლაც ძალიან სასიამოვნოა, რომ პანდემიის შემდეგ, ერთგვარი ბურანიდან გამოვდივართ და ვცდილობთ დავუბრუნდეთ ჩვეული ცხოვრებას, მით უფრო, რომ ამ სეზონზე უამრავი უცხოელი ვარსკვლავი ესტუმრება ჩვენს ფესტივალს.

– რამდენადაც ვიცი, ჯაზ-ფესტივალმა ლოკაცია შეიცვალა. საინტერესოა წელს სად გაიმართება მასშტაბური ღონისძიება?

– პანდემიის და რეგულაციების გათვალისწინებით, აპრილის ნაცვლად, ფესტივალი ივლისის თვისთვის დავგეგმეთ, რათა ღია სივრცეში მოგვეწყო. წელს ფესტივალს სიმონ ჯანაშიას მუზეუმის ეზოში გავმართავთ, რომელმაც მანამდეც არაერთხელ უმასპინძლა სხვადასხვა ღონისძიებას.

– “Covid Free” – სწორედ ამგვარი სლოგანით იმართება წელს ფესტივალი. ამასთანავე, თავად უზრუნველყოფთ სტუმრებს სწრაფი ტესტით,

– გეთანხმებით, მათ ვინც ვაქცინაციის დამადასტურებელ საბუთს ვერ წარმოადგენს, მას სწრაფ ტესტს შევთავაზებთ. აუცილებლად იქნება თერმოსქრინინგიც, რომელსაც სავალდებულო წესით გაივლის ყველა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ინოვაციას დავამკვიდრებთ, რომლითაც მომავალში სხვა ფესტივალის ორგანიზატორებიც ისარგებლებენ, რათა სტუმრებმა ყველა კონცერტზე დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი. სხვათა შორის, ჩვენმა სტაფმა ფესტივალის მოსამსახურე პერსონალთან ერთად უკვე გაიკეთა აცრა, იმედი მაქვს სტუმრების დიდი ნაწილიც ვაქცინირებული იქნება და ყველა ერთად ვისიამოვნებთ ფესტივალით.

– საინტერესოა, ვინ გახსნის ფესტივალს?

– 6 ივლისს ფესტივალს თანამედროვე ჯაზის ვარსკვლავი, ხუთი “გრემის” მფლობელი ანტონიო სანჩესი გახსნის, რომელიც პირველად ეწვევა ფესტივალს. მართალია, სანჩესი ამერიკაში ცხოვრობს, მაგრამ წარმოშობით მექსიკელია და მთელ თავის სამხრეთულ ხასიათსა და ტემპერამენტს სწორედ მუსიკით გამოხატავს. პუბლიკის წინაშე მუსიკოსი ახალი პროექტით წარდგება და სწორედ თბილისში დაიწყებს მორიგ მსოფლიო ტურნეს. საკუთარ ბენდში სანჩესმა არა მხოლოდ ჯაზის შემსრულებლები, არამედ როკ-მუსიკის ცნობილი წარმომადგენლებიც გააერთიანა. მაგალითად, საქსოფონისტი დონი მაკასლინი ლეგენდარულ დევიდ ბოუისთან მუშაობდა უკანასკნელ ალბომზე.

– რა პროგრამით წარდგება ბრენფორდი მარსალისი?

– ბრენფორდი მარსალისების დიდი მუსიკალური ოჯახის ღირსეული წარმომადგენელია. დიდხანს ვცდილობდით მის მოწვევას და როგორც იქნა მოვახერხეთ. მარსალისი 7 ივლისს წარდგება მელომანების წინაშე, ფესტივალს კი, იამაიკელი მუსიკოსი მონტი ალექსანდერი დახურავს, რომელიც 70 წლის ასაკში უკვე ჯაზის ვეტერანად ითვლება. ვფიქრობ, ფესტივალს ძალიან საინტერესო პროგრამა ექნება, რადგან პუბლიკა მუსიკოსების სამი თაობას წარმომადგენელთა მოსმენას და შეფასებას შეძლებს.

გადაცემის პოდკასტი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები