LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადავწყვიტეთ, რომ დაუვიწყარი საღამო გვეჩუქებინა მსმენელისთვის” – 29 ნოემბერს ,,სახის” კონცერტი გაიმართება

8
lejava-forchxidze-art-fm

გადაცემის ლაივი LIVE

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მომღერალი დათო ფორჩხიძე სტუმრობდა, რომელმცა გუგა ლეჟავასთან (კონცერტის პროდიუსერი) ერთად ჯგუფი ,,სახის” დეგეგმილ კონცერტზე ისაუბრა.

დათო მოგვიყევით  საკონცერტო სამზადისის შესახებ…

მადლობას გიხდით, რომ მომიწვიეთ თქვენთან, რაც შეეხება კონცერტს, მსმენელი მოისმენს ჯგუფი ,,სახის” რეპერტუარს ძველი და ახალი სიმღერებით.

გუგა მომიყევით, რომელ რიცხვშია კონცერტი და ასევე, როგორც ვიცი ტექნიკურად განსაკუთრებული სამზადისი გაქვთ…

პირველ რიგში მივესალმები თქვენს მსმენელს, 29 ნოემბერს ახალ მულტიფუნქციურ სივრცე „მონოჰოლში“ გაიმართება ჯგუფი ,,სახეს” კონცერტი, სადაც ჯგუფთან ერთად წარდგება ორი ქართველი ელექტრონული სცენის წარმომადგენელი, ესენი არიან : Kachli და DJ 916. საღამო განსაკუთრებული იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ „მონოჰოლს“ აქვს იდეალური საუნდსისტემა, რომელიც საქართველოში და მსოფლიოშიც შეიძლება არ მოიძებნებოდეს, ამით „მონოჰოლი“ სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ბევრ დარბაზს. მულტიფუნქციური სივრცის პირველი კონცერტი სწორედ  ჯგუფ ,,სახეს” დაეთმობა, რადგან ის არის ყველა თაობის საყვარელი ჯგუფი და გადავწყვიტეთ, რომ დაუვიწყარი საღამო გვეჩუქებინა მსმენელისთვის.

დათო: მე მინდა ამ პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადავუხადო  ამ ადამიანებს. როდესაც აკეთებენ ესეთ დაწესებულებებს ყველაზე მთავარზე იზოგება თანხები, მსმენელი ვიზუალს აქცევს დიდ ყურადღებას, როდესაც მუსიკას უსმენს. იმდენად მომწონს უკვე ეს დაწესებულება, რომ მათ ქება-დიდებას ვერ მოვრჩები ალბათ ვერასდროს. როდესაც მუსიკა შეიცავს აკუსტიკურ, ასევე ელექტრო ჟღერადობებს, როგორსაც ჯგუფი ,,სახე” ქმნის, გვიწევს ხოლმე  თითქმის მთელი სტუდია საკონცერტო სივრცეში მივიტანოთ, იმისათვის, რომ ხალხმაც კარგი ჟღერადობით მოისმინოს. მაქსიმალურად ვზრუნავთ ხმის ჟღერადობაზე, ამიტომაც ამ კონცერტზე  გვექნება განსაკუთრებული საუნდი და ვფიქრობ დიდ სიამოვნებას მიიღებს მსმენელი.

მსოფლიო მუსიკალურ სივრცეს რომ გადავავლოთ თვალი, ყველა სფეროში რა თქმა უნდა  მუსიკას ვგულისხმობ, ფიქრობენ, რომ ინოვაციური განსაკუთრებული სიახლეებით უნდა შემოვიდნენ იმისათვის, რომ მაყურებელი გააოცონ და სანახაობრივი იყოს ეს ყველაფერი როგორც ვიზუალურად ასევე ხმით. შენი აზრით რა არის ის ინოვაცია, რაც საქართველოს აკლი?

ვფიქრობ, როდესაც ჰიტი არ არის ცნობილი,  ხალხს უჭირს მოსმენა, ჰგონიათ, რომ კარგი სიმღერა ისაა, რაც მათ იციან.  დღეს ინოვაცია არ არის მუსიკაში, უფრო არის საკონცერტო. სტუდიურად მუსიკის ჩაწერა შედარებით რთულია, ცოცხალ სიმღერას თავისი ემოციები აქვს. როდესაც ჩემს მეგობრებს ვკითხე, კონსერვატორულ და კლასიკურ ჟანრშიც თუ ხდებოდა სისტემატიური ცვლილელები, ერთმა ცნობილმა ქართველმა ტენორმა  მიპასუხა, ისე რომ იმღერო როგორც კარუზო მღეროდა დაგცინებენო. ვფიქრობ არ უნდა იმღერო ისე, როგორც მღეროდნენ ლაღიძის დროს, მოძველებულია, არანჟირება და საუნდი არ უნდა იყოს ისეთივე. ვხვდებით უკვე მსმენელს რა მოსწონს, მაქსიმალურად სწორად უნდა გაიგოს ჟღერადობა, ხმა , რომ სწორად აყვეს და გაერთოს. ძალიან რთულია, როდესაც უკრავ და მღერი ცოცხლად, ტექნიკურად  მთელი  აპარატურა  მიგაქვს სცენაზე.

როგორც ბიზნესი, რამდენად არსებობს შოუბიზნესი და თუ არის ეს შემოსავლის ძირითადი წყარო?

ჩვენ სხვა ვითარებაში ვართ, შედარებით ახალი დამწყები მომღერლები კიდევ სხვა ვითარებაში. ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რაიმე კონცერტზე უარი ვთქვათ. არიან ახალგაზრდა მომღერლები, რომლებიც საკმაოდ პოპულარულნი არიან, თუმცა არ აქვთ გამოცდილება, ვფიქრობ უნდა დააკვირდნენ, ისეთს ვინც მანამდე გაიარა ეს ყველაფერი. ჩვენ გვაქვს  იმის საშუალება, რომ ყოველდღე არ ვიმღეროთ, სოციალურ ქსელში არ გამოვჩნდეთ ყოველდღე და ხალხს ამით თავი არ მოვაბეზროთ. ვახერხებთ იმას, რომ რამოდენიმე თვე გადავავიწყდეთ ხალხს  და ისე დავბრუნდეთ, რომ გავახაროთ ამ დაბრუნებით და გავახსენოთ თავი. ჯობია, რომ დავუშვათ ორ თვეში ავიღო ჰონორარი, ვიდრე ყოველდღიურად, განა მეზარება :). არ ხდება ისე, რომ ერთი კონცერტის შემდეგ ვიღაც მილიონერი გახდეს, ის თანხა იყოფა მთელი კონცერტის მომღერლებზე.  გვირჩევნია, რომ ჩვენს გამოსვლებს, სიმღერებს ფასი ედოს, რადგან ეს უკვე ჩვენი აღარ არის, ეს ყველასია. ამ დროს ყველაფრით დაზღვეულები ვართ სცენით, ჟღერადობით, აპარატურით.

ყველა ჯგუფში არსებობს კრიზისი, სადაც პატარა უთანხმოებებია, როდის იყო ყველაზე კრიზისული პერიოდი?

10 წლის წინ გადავიარეთ ეგ კრიზისი მე და დათო ხუჯაძემ, არ იყო საქართველოში, მე მეგაშოუებში ვიყავი მაგ დროს, როდესაც მე ჩემს გუნდთან ერთად უნდა შემესრულებინა სიმღერა, დათოს შევთავაზე, რომ ჩემთან ერთად ყოფილიყო და გაგვეხსენებინა ახალგაზრდობა. მაშინ ეს იყო ჩვენთვის ტესტი, რადგან წლები ერთად აღარ გვიმუშავია, არ მქონდა მოლოდინი თუ აქამდე მოვიდოდით. დაახლოებით 2015 წელი იქნებოდა, როდესაც პირველი კონცერტი ჩავატარეთ, ამას მოყვა სხვა კონცერტებიც. ვხედავდი, რომ ინტერნეტში ჩვენ სიმღერებს ნახვები ემატებოდა. ხალხმა ძალიან დაგვაფასა, აქედან გამომდინარე ამას მოფრთხილება უნდა, არასოდეს არ ვუდგებით საქმეს ზერელედ, არ არის ჰონორარზე საუბარი, მაქსიმალურად ვიხარჯებით, რომ მსენელი ბედნიერი გავუშვათ.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები