LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინტ ისტვუდის ვაჟი, ცნობილი ბასგიტარისტი კაილ ისტვუდი ფესტივალს „თბილისი რიტმი“ გახსნის – ფესტივალის ორგანიზატორი ანი ლაღიძე „არტ FM”-ში

30
lagide

გადაცემის ლაივი LIVE

11 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში, ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობისა და კინორეჟისორის, კლინტ ისტვუდის ვაჟი, ცნობილი ბასგიტარისტი კაილ ისტვუდი თავის ბენდთან ერთად გახსნის ფესტივალს „თბილისი რიტმს“. ფესტივალის ორგანიზატორმა ანი ლაღიძემ „არტ FM”-ს საინტერესო დეტალები გაუმხილა.

ანი ლაღიძე:

– ჩვენი სფერო პანდემიის დროს ძალიან დაიჩაგრა. რამდენი კონცერტიც არ უნდა ჩაატარო ონლაინსივრცეში, გაცილებით სასიამოვნოა, როცა დარბაზში ესწრები ღონისძიებას. დღეს მაყურებელსა და შემოქმედს შორის ეს კონტაქტი დაკარგულია, თუმცა ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, მალე უნდა აღდგეს…

რას მოვისმენთ ფესტივალის ფარგლებში?

– ეს არის სრულიად ახალი პროექტი. თბილისში მოხდება ის, რაც ხდება ევროპის საკონცერტო დარბაზებსა და ფესტივალებზე. ეს ერთგვარი ექსკურსია იქნება იმ კინომუსიკის, რომელიც კაილიმ მამის ფილმებისთვის დაწერა. იქნება კლასიკისა და ჯაზის სინთეზი. შესრულდება ბევრი ახალი კომპოზიცია და მისი საყვარელი კომპოზიტორების ნაწარმოებები, თუმცა რა თქმა უნდა ძირითადი ნაწილი მისი შემოქმედებიდან იქნება. ის ჩამოდის საკუთარი კონტრაბასით და 2 ელექტრო ბასგიტარით. ეს სამგზავრო ბასგიტარაა რომელიც სპეციალუირად მისთვის არის შექმნილი.

– ვინ იდგება სცენაზე?

– ინგლისის 5 ძალიან სერიოზული მუსიკოსი. ენდრიუ ნაკორმაკი-ფორტეპიანო, ტოპ-პიანისტი, ქრის ჰიგინბოთემი-დრამერი, ბრენდინ ელენი-საქსაფონისტი, ქვინთინ კოლინსი – მესაყვირე.

კაილ ისტვუდის კვინტეტი

– პანდემიის პერიოდში ძალიან დიდი ძალა უნდა გქონდეს, რომ ეს ყველაფერი გააკეთო,

­-ეს ფესტივალი მოტივაცია იყო, რამაც ბოლო 8 თვის განმავლობაში გამაძლებინა. პანდემიის გამო ბევრ სირთულეს წავაწყდით. იყო 3 პროგრამიანი ფესტივალი და 2 პროგრამა ჩაგვეშალა, თუმცა, იმ პროგრამას, რომელსაც 11 დეკემბერს წარვადგენთ, კბილებით ვიცავდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები