LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან გულბათაშვილისა და სოფი რაფაელას დუეტი, რომელიც სპეციალურად ემიგრანტებისთვის შეიქმნა

43
gulbat202129

გადაცემის ლაივი LIVE

28 იანვარს,რადიო ფორტუნას და თათა სადრაძის გადაცემას არტ-FM“ რადიო „არ დაიდარდოს“ წამყვანი და მომღერალი, ლევან გულბათაშვილი სტუმრობდა ახალი დუეტით „გზები შეერთდა“, რომელსაც ბერძენ სოფი რაფაელასთან ერთად ასრულებს, რომელიც გადაცემაში ტელეფონით ჩაერთო და სიმღერის შექმნის ამბავი გაიხსენა:

ძალიან დიდი მადლობა რადიო „ფორტუნას“, რომ სიყვარულით მიიღო ჩვენი სიმღერა, სახელწოდებით „გზები შეერთდა“. ჩემი და ლევანის მეგობრობა წლებს ითვლის, განსაკუთრებული პარტნიორია ის ჩემთვის. ბედნიერი ვარ, რომ დღეს თქვენს ეთერში მომიწია ყოფნამ. მე და ლევანს, ამას გარდა, კიდევ გვაქვს დუეტები. ჩვენი საერთო მეგობრის არაჩვეულებრივმა გოგონამ პანდემიის პერიოდში შექმნა ოჯახი და გვინდოდა, მისთვის სიმბოლური საჩუქარი გაგვეკეთებინა. სწორედ მაშინ შეიქმნა ეს სიმღერაც.

ლევან გულბათაშვილი:

სოფიმ აღნიშნა, რომ ეს სიმღერა სპეციალურად ემიგრანტებისთვის შეიქმნა, ორმა ემიგრანტმა ერთმანეთი ლონდონში გაიცნო და დაოჯახდა. არ არის შემთხვევითი, რომ ამ სიმღერას მეც ვასრულებ. მე და ჩემი მეუღლეც უცხო მიწაზე შევხვდით ერთმანეთს. სოფიმ და ეკამ, რომ დამირეკა თემატურად ძალიან დაემთხვა ჩემი და ანანოს ისტორიას. ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტში მივიღე მონაწილეობა, დიდი სიყვარულითაა შექმნილი. ამ წყვილს კი ჩემი და სოფის სახელით სიყვარულს ვუგზავნი რადიო „ფორტუნას“ ეთერის მეშვეობით. სოფის ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთი ტკბილი და კარგი სიმღერა მომასმენინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები