LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთევან ქემოკლიძეს მეორე შვილი შეეძინა: „ჩემი მეუღლე საუკეთესო დედათა შორის საუკეთესო მამაა…“

25
page

გადაცემის ლაივი LIVE

2 თებერვალს, რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ საოპერო მომღერალი, ქეთი ქემოკლიძე ჩაერთო, რომელმაც ისაუბრა ოჯახსა და შემოქმედებით ცხოვრებაზე: დაგეგმილ პროექტებსა და სიახლეებზე.

შვილი შეგეძინათ, ბევრმა ადამიანმა არ იცოდა თქვენი ორსულობის ამბავი…

დიახ, ასე იყო, მაქსიმალურად ვეცადე, ჩემი პირადი დამემალა, ამაში პანდემიამაც შემიწყო ხელი, შემეძინა გოგონა, სახელადანა.პირველი შვილის დაბადება თვალსაჩინო იყო და ყველამ გაიგო. ლუკა თავის დაიკოზე 8 წლით დიდია, ძალიან უნდოდა და-ძმის ყოლა, სულ ეფერება და იხუტებს.

როგორც ვიცით, თქვენი მეუღლე ბარსელონაში უნივერსიტეტის პროფესორია. როგორია მამაა?

სანდრო საუკეთესო დედათა შორის საუკეთესო მამაა, ასე ვამბობ ხოლმე. ძალიან ჩართული და აქტიურია ბავშვების გაზრდაში. კოვიდის გამო მშობლები ვერ ჩამოვიდნენ ჩვენამდე, ამიტომ სანდრო მეხმარებოდა ანას გაზრდაში.

2020 წლის შემდგარ პროექტებზე გვესაუბრეთ…

მიუხედავად იმისა, რომ 2020-მა წელმა გული დაგვწყვიტა, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ყველაფერი იმ წელში დავტოვოთ. შარშან ამ დროს ისრაელში ვმღეროდი, ეს იყო ჩემი ბოლო გასვლითი პროექტი. შემდეგ იყო ნორვეგიის პროექტი, ფილმი, რომელიც გადავიღე. საქართველოში ჩვენი მუსიკალური ცხოვრება, სამწუხაროდ,გაჩერდა. ერთადერთი მუსიკალური კოლექტივი, რომელმაც შეძლო საქართველოში გაეკეთებინა ღონისძიება, იყო კახიძის ცენტრი, რომელმაც მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, ჩაწერა ფესტივალი და გაუშვა ტელევიზიის მეშვეობით. ამის შემდეგ იყო იტალიაში ჩემი გამოსვლა. ნოემბერში, დეკემბერში, თებერვალსა და მარტში დაგეგმილი ყველა პროექტი გაუქმდა. პანდემიის პერიოდში მივხვდი, რომ ადამიანს შეუძლია დასვენება და მშვიდად ყოფნა. ამ დროს მაქსიმალურად გამოვიყენებ, რომ ვიყო ჩემს შვილებთან ერთად.

საქართველოში, როგორც ვიცი, კარმენს შეასრულებთ…

ძალიან მიხარია, რომ საქართველოში შევასრულებ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სევილიელი ქალის – კარმენის როლს. არის ძალიან დიდი მოლოდინი და იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები