LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დაავადებებს კურნავს წყალტუბოს წყალი და რა ღირს პროცედურები

218
57155210_2163665320386808_4859715814221152256_n

ინტერვიუ „ბალნეოკურორტი წყალტუბოს“ პიარისა და მარკეტინგის  მენეჯერთან-სალომე ბიბილაშვილთამ

 

როგორც ცნობილია, „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის წევრი გახდა, რას ნიშნავს ეს სტატუსი და ასოციაციის წევრობა რას მოუტანს თავად კურორტს

ეს სტატუსი მიიღო იმერეთის რეგიონმა, რაც იმითაა განპირობებული, რომ იმერეთში წყალტუბოს მინერალური წყალი მოიპოვება. ეს ასოციაცია სერთიფიცირებულია ევროპული საბჭოს მიერ, რომელშიც 40 ევროპული თერმული ქალაქი ერთიანდება, მათი ისტორია მინიმუმ 100 წელს ითვლის. შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო , რომ კურორტს მინიმუმ 100 წლიანი ისტორია უნდა ჰქონოდა, ჩვენი კურორტი კი თავის იტორიას მე-12 საუკუნიდან ითვლის.

მედიას უკვე მიაწოდეთ ინფორმაცია, ახლა მსმენელებს რომ უთხრათ, როგორია კურორტის სპეციფიკა და რატომ არის ის უნიკალური

უნიკალურია დასაბუთებულად, მსოფლიოში მხოლოდ ჩვენთან მოიპოვება მსგავსი ტიპის წყალი. წყლების მაღალეფექტური სამკურნალო-პროფილაქტიკური მოქმედება განპირობებულია მათი ურთულესი შემადგენლობითა და შემცველი მარილების ძირითად კომპონენტთა თავისებური შერწყმით. წყლის ბუნებრივი ტემპერატურა მუდმივად 33-დან 35 გრადუსამდეა და ყოველთვის გადადინებაზეა, როდესაც დამსვენებელი აბაზანაშია. წყალტუბოს მინერალურ წყაროებში ნაპოვნია ბიოლოგიურად აქტიური მიკროელემენტები: იოდი, მარგანეცი, ლითიუმი, თუთია, სპილენძი, რომლებიც ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობისთვის აუცილებელია.

ჯანმრთელობის რა პრობლემების მოგვარება შეუძლიათ მსურველებს და რამდენად ჩართულია კურორტის პერსონალი რეკომენდაციებისა და კონსულტაციების ნაწილში

ჩვენ ვთავაზობთ შემდეგ პროცედურებს: მინერალური წყლის აბაზანები, ჰიდროწყალქვეშა და ხელით მასაჟი, ხერხემლის ჰორიზონტალური გაჭიმვა წყალში, სამკურნალო ტალახის აპლიკაციები, ელექტროთერაპიული პროცედურები და სხვა. ჩვენთან იკურნება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური, უროლოგიური და კანის დაავადებები.

ყველა პროცედურას ალბათ თავისი ფასი აქვს, რამდენად ხელმისაწვდომია ის მომხმარებლისთვის, ტურისტებისთვის

საკმაოდ ხელმისაწვდომია, ჩვენთან ეს პროცედურები ხან 5 დღიანია, ხან 10 დღიანია, ხან 21 დღიანი, იწყება 480 ლარიდან და 1300 ლარამდეა. მოქმედებს ფასდაკლება 30 და 33%-იანი სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისთვის, ასევე ფასდაკლებაა სოლოს და თიბისი სტატუსის მომხმარებლებისთვის, „ირაოს“, „უნისონის“ და „არდის“ დაზღვეულებისთვის.

რამდენად ხშირად მოდიან თქვენთან უცხოელი ტურისტები, აქვთ თუ არა მათ ზოგადად ინფორმაცია ბალნეოკურორტ წყალტუბოს შესახებ

კურორტი ქართველებზე მეტად უცხოელებში სარგებლობს პოპულარობით. დამსვენებლების 60-65% უცხოელია. განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. გვყავს ბევრი მომხარებელი ისრაელიდან, კვიპროსიდან, ლიტვიდან, ლატვიიდნა, ესტონეთიდან. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ცდილობს, რომ მოაწყოს ქალაქი ტურისტებისთვის. ჩვენ გვინდა, რომ სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში დიდი წვლილი შევიტანოთ.

რა სიახლეებს, ახალ პროექტებს გეგმავთ მიმდინარე წლის ბოლომდე

ე. წ. მეექვსე აბაზანა ცნობილია, როგორც სტალინის აბაზანა. საკმაოდ დიდი მოთხოვნაა მის VIP აბაზანაზე, რომელსაც უახლოეს მომავალში რესტავრაცია ჩაუტარდება. გარდა ამისა, ვიყავით ჩინეთში ტურისტულ გამოფენაზე და ველოდებით მათ დიდ ნაკადს, ამ ბაზარზე ვმუშაობთ. უახლოეს მომავალში, ზაფხულის პირველ თვეებში სამდღიან ფესტივალს ვგეგმავთ, რომელიც კავკასიის რეგიონში პირველი იქნება. მას ყოველწლიური სახე მიეცემა. დეტალებს ჯერჯერობით ვერ გეტყვით.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები