LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დროს კარგავენ მოქალაქეები ბინას და რა უნდა იცოდეთ სესხის აღებამდე

2
giga

რა პრობლემები ექმნებათ მოქალაქეებს, რომლებიც იპოთეკურ სესხებს იღებენ მევახშეებისგან, როგორ შეიძლება მიხვიდეთ ბინის დაკარგვამდე, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ხელშეკრულების დადების დროს, მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიგა წულეისკირი საუბრობს ამ თემაზე, რომელმაც მანამდე “ფორტუნას” სტატიისთვის ვრცლად მიაწოდა მასალა.

მისი თქმით, პრობლემა იწყება ხელშეკრულებიდან, რომელიც არის ნასყიდობა–გამოსყიდვის ხელშეკრულება, სადაც არაფერია ნახსენები მნიშვნელოვან დეტალებზე. თუ ბანკების შემთხვევაში, თანხის გადაუხდელობის შემდეგ, ბინა აუქციონზე გავა, აღსრულება ასე ხდება, მევახშეების შემთხვევაში მას დარჩება თქვენი ბინა.

წულეისკირი ხაზს უსვამს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ნასყიდობა–გამოსყიდვის ხელშეკრულებაა, ანუ მევახშე იტოვებს გამოსყიდვის უფლებას, თუ თანხას ვერ გადაიხდით. ხელშეკრულებაში არ არის ნახსენები არც სესხი, არც სხვა პირობები. როცა მსესხებელი გადავადებას ითხოვს, როგორც წესი, მას უარს ეუბნებიან.

ამიტომ ასოციაციის ხელმძღვანელის რჩევაა, მიმართოთ იურისტს, ხელშეკრულებას თავადაც გადახედონ და მინიმუმ უფასო კონსულტაცია გაიარონ იურისტებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები