LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა ქნათ, თუ ბანკმა სესხი გადაგივადათ, მაგრამ პროცენტს მაინც გარიცხავთ – იურისტის რჩევები

4
ეკა 4

დღევანდელ გადაცემაში მთავარი თემა ისევ კორონაპანდემიით დაზარალებულებს უკავშირდება. როგორც იურისტებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, მოქალაქეებს ვისაც სესხი გადაუვადეს, ნაწილს ისევ ერიცხება ჯარიმები, საურავები. ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლებრივი დახმარებისა და კვლევის ცენტრის დამფუძნებელი ეკა ლომიძე გადაცემაში ,,კანონის ფარგლებში” გვესაუბრა.

– რა ტიპის პრობლემებს გადააწყდა თქვენი ორგანიზაცია , როცა ამ თემაზე მუშაობა დაიწყეთ?

– ადამიანებს დღეს , პანდემიის გამო, აღარ შეუძლიათ იხადონ ის თანხა ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, რაც მანამდე შეეძლოთ. ჩვენი ორგანიზაცია სწორედ იმ პერიოდში შეიქმნა, როცა არაერთი ადამიანი დარჩა 200-300 ლარიანი კომპენსაციის იმედად. ამ ბოლო დროს მომართვიანობა კიდევ უფრო გახშირდა. გვეუბნებიან, რომ ბევრი საქმე სასამართლოში მიდის. მოგეხსენებათ, ბევრი ადამიანი საზღვარგარეთ იყო წასული, ახლა მათი ნაწილი უმუშევარი დარჩა და მათ სესხები კი გადაუვადეს, მაგრამ პროცენტის სახით ძირს თანხა დაემატა . საბოლოოდ, ამ ხალხს უფრო მეტი თანხის გადახდა უწევთ. საგრძნობლად შეუმცირდათ მოქალაქეებს შემოსავალი. ეს არ აინტერესებთ არც ბანკებს, არც მიკროსაფინანსოებს. ასეთი ადამიანებისთვის არც უფასო იურიდიული დახმარება არსებობს, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ რამდენიმეთვიანი ასეთი სერვისის შეთავაზება.

–  როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები ასეთ დროს და თუ გაქვთ ინფორმაცია, ბანკები თუ აწვდიდნენ კლიენტებს ინფორმაციას, რომ თუ გადაავადებთ, პროცენტი მაინც დაგერიცხებათ?

– ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ისეთ ფორსირებულ რეჟიმში მოხდა გადავადება, მესიჯის სახით ატყობინებდნენ და არ იყო დეტალური ინფორმაცია მიწოდებული. გადავადებული პროცენტი დაემატა ძირ თანხას და საბოლოოდ იზრდება თანხა და იმაზე კიდევ პროცენტი ერიცხება.

– რა გამოსავალი რჩებათ ასეთ დროს მოქალაქეებს?

– ბევრი მომმართველი გვყავდა ჩვენ, რომლებმაც ვერ გაარკვიეს, რატომ გაიზარდა მათი თანხა. ჩვენ გამოვათხოვნინეთ ძველი და ახალი გრაფიკი და დეტალურად არის იქ გაწერილი რა თანხა მიდის ძირში, პროცენტში. ამას რომ შეადარებენ, მერე აღმოაჩენენ, რომ ემატებათ გაურკვეველი თანხა. მერე ხშირად მოგვდის პასუხი, რომ რაღაც შეცდომა იყო და მერე ასწორებენ. არის შემთხვევები, როცა ამას ადამიანები ვერ ამჩნევენ, ან არ აძლევენ გრაფიკს და დეტალურ ინფორმაციას და ისინი ფიქრობენ, რომ გამოსავალი არ არსებობს. არადა, გამოსავალი არსებობს. თუ გადახდის საშუალება აქვთ, არ უნდათ ზედმეტი პრობლემა, ბანკში სიარული და ა. შ. არ უნდათ და იხდიან. მე ყველას ვურჩევ, რომ თუ გრაფიკი არ მისცეს, იურისტს მიმართონ, შევადგენთ ჩვენ განცხადებას და გამოვითხოვთ. თუ მაინც პრობლემები შეიქმნა, იწყებს ბანკი სასამართლო პროცედურას, ამის შემდეგ კი მათ წინააღმდეგ იწყება დავები. ასეთ დროს არც ერთი დოკუმენტი მოქალაქეებმა ყურადღების გარეშე არ უნდა დატოვონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები