როგორ და რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა ბათუმის ღამის მარათონში

ირაკლი კობიძე  – ორგანიზატორი

სალომე შარვაძე – პროექტის პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი

 

  • ბათუმის ღამის მარათონმა, რომელზეც შარშანაც ვსაუბრობდით ამ გადაცემაში, ყოველწლიური სახე მიიღო და ამჯერად ის აპრილის მეორე ნახევარში გაიმართება. სანამ დეტალებს მოგვიყვებით, გასული წლის მარათონზე გკითხავთ, ფაქტია, გაამართლა, მაგრამ კონკრეტულად რომ გვითხრათ, რასაც ელოდით, იმ შედეგებით დასრულდა თუ არა
  • წელსაც იმართება ბათუმის მარათონი. შარშან მოლოდინს გადააჭარბა. პირველი მარათონისთვის დაფიქსირდა არნახული შედეგი. დაახლოებით 37 ქვეყნიდან იყვნენ მონაწილეები, სულ 900-მდე მონაწილე. ბევრი კარგი კომპანია ჩაერთო პირველივე მარათონში და წელსაც განაგრძობენ ჩვენს მხარდაჭერას. რაც მთავარია,სასტუმრო „მარინა კოლიზეუმმა“ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომ სწორედ ის ატარებს ამ მარათონს.
  • წელს რა შეიცვლება ბათუმის ღამის მარათონში, თუ არის რაიმე ცვლილებები
  • რა თქმა უნდა შეიცვალა. სასიკეთო სიახლეები გვაქვს. მთელი ტრასა არის სერტიფიცირებული. ყველა დისტანციას საერთაშორისო სტატუსი აქვს. სიახლეები ბათუმის მეორე მარათონში იმ თვალსაზრისითაც რომ 16 ასაკობრივი ჯგუფია. ეს უპრეცენდეო შემთხვევაა. ვინც ფინიშთან წარმატებით მივა, მედალი, საერთაშორისო სერტიფიკატი და უამრავი საჩუქარი ელის გარდა მთავარი საჩქრისა, რომელიც სასტუმროს აქვს დაწესებული.
  • პარტნიორები ახსენეთ, წელს არის აქტიურობა ამ მხრივ?
  • კი, გააქტიურდნენ კომპანიები. ჩვენს ქვეყანაშიც დაწესდა ეს მარათონი, როგორც სხვა ქვეყნებშია. ბათუმსაც არაჩვეულებრივი პროექტი აქვს. თან ეს არის ტურისტულ სეზონამდე, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. პრიზებს რაც შეეხება, 9000 ევროს ფარგლებშია ეს პრიზები, ასევე ჩვენი პარტნიორების მიერ დაწესებული საჩუქრები გვაქვს. რაც შეეხება მარათონს, არის 10 კმ-იანი, 21 კმ-იანი ტრასა, ასევე ბავშვებისთვის ცალკე, მათთვის რეგისტრაცია უფასოა.
  • მიზანი რა არის ამ მარათონის
  • ჩვენ წელს ბერი ანდრიას ფონდი შევარჩიეთ, რომელსაც ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება. ყოველი მარათონის მერე კონცერტი გვაქვს ხოლმე, ახლაც სოფო ბათილაშვილი დაასრულებს კონცერტს
  • ვის როგორ და რა პირობებით შეუძლია რგეისტრაცია და როდემდე
  • მარათონის დღემდე ანუ 20-მდე არის რეგისტრაცია, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია რეგისტრაცია გაიაროს, არის ბავშვთა ჯგუფები, შეუძლიათ საიტის მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია. ვინც ონლაინრეჟიმში ვერ დარეგისტრირდება, 19-ში და 20-ში შეუძლიათ რესგისტრაცია. ასევე გუნდური მეთოდით შეუძლიათ მონაწილეობა კომპანიებს.
  • შეგვიძლია წინასწარ ვისაუბროთ 2020 წლის გეგმებზე ?
  • ძალიან დიდ სიურპრიზს ვუმზადებთ არა მხოლოდ ბათუმს, მე ამ სიურპრიზზე ვერ ვისაუბრებ წინასწარ. მარათონი – ეს სპორტული ღონისძიებაა, მაგრამ ეს უდიდესი ზეიმია, საერთო-სახალხო ზეიმი, ეს ერის ფიზიკური კულტურის მაჩვენებელი და ამ ყველაფერში ბათუმის მარათონი თავის წვლილს შეიტანს. ის ასევე მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისთვის.