LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიახლე ხორცპროდუქტების ბაზარზე- რა ახალი დასახელების ძეხვი და სოსისი გაიყიდება საქართველოში

20
44715855_644765275919761_7211379299780132864_o

ინტერვიუ „ლიდერფუდის“ გაყიდვების მენეჯერ რომან ანთიძესთან

– სანამ წლის შეჯამებაზე გადავალთ, მსმენელს რომ შევახსენოთ, რამდენი ხანია, რაც ლიდერფუდი ქართულ ბაზარზეა და ამ დროისთვის რამდენი დასახელების პროდუქცითაა წარმოდგენილი

– „ლიდერფუდი“ 9 წელია უკვე ბაზარზეა და ამ დროსითვის 100-ზე მეტი დასახელების პროდუქუტი შევქმენით, კიდევ 10 ახალ პროდუქტს დავამატებთ უახლოეს მომავალში, ეს იქნება ნედლად შებოლილი ძეხვები და ასევე სოსისის ახალი სახეობები

– რაც შეეხება მიმდინარე წელს, როგორი იყო 2018 წელი კომპანიისთვის, რა სიახლეები გქონდათ და წინა წელთან შედარებით როგორი იყო ზრდა

– ეს წელი წარმატებული იყო ჩვენთვის, ახალი საწარმო გავხსენით, რომელიც მცხეთის რაიონში ავაშენეთ, ის ევროსტანდარტების მიხედვითაა დაპროექტებული. რაც შეეხება გაყიდვებს, 2017-თან შედარებით ზრდა გვაქვს, ასევე გაზრდილია ნდობის ფაქტორი

– ამ დროისთვის რა ხდება კომპანიაში, როგორია წინასაახალწლო მზადება

– ამ დროსთვის, როგორც ყველა ოჯახში, ჩვენს კომპანიაშიც საახალწლო განწყობაა, შეთავაზებებს ვგეგმავთ, რათა მომხმარებელს პროდუქტი შეღავათიან ფასებში მივაწოდოთ. ასევე სიმბოლური საჩუქრებითაც ვცდილობთ მათ წახალისებას

– რაც შეეხება პროექტებს, რომლის განხორციელებასაც გეგმავთ უკვე 2019 წლიდან, რა გეგმებზე მუშაობს ამ დროისთვის ლიდერფუდის მენეჯმენტი, გარდა იმისა, რომ ახალი დასახელების პროდუქტების გამოშვებას აპირებთ

– 2019 წლიდან საფირმო მაღაზიების გახსნას ვგეგმავთ, ერთმა საფირმო მაღაზიამ მოგვცა ამის სტიმული, ის წარმატებულია ფინანსურადაც და ისედაც. ასევე ვგეგმავთ, რომ ყოველთვიური ბრუნვის ზრდას და ახალი სახეობის პროდუქტების წარმოებას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები