LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,უნივერსალური ცოლი მყავს და ძალიან ბედნიერი ვარ” – მარიამ ჯოლოგუა და აპოლონ კუბლაშვილი გადაცემაში „არტ-FM”

159
34

29 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM” ოჯახური წყვილი, მსახიობები მარიამ ჯოლოგუა და აპოლონ კუბლაშვილი სტუმრობდნენ, რომელთაც ახალ ფილმზე „სიყვარულით ელფებისგან“ ისაუბრეს.

– მარიამ, რა განწყობით ხვდებით ახალ წელს?

– პანდემიის მიუხედავად, მაინც ძალიან დაღალეთ. ვერაფერი ვერ მოვასწარით, ჯერ ნაძვის ხეც მოურთავი გვაქვს. თუმცა ყოველ წელს ასეა, რადგან ჩვენი პროფესია სხვისთვის ზეიმის მოწყობას გულისხმობს, ამიტომ საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის ნაკლებად გვრჩება დრო.

– თქვენი შვილები რამდენად ერთვებიან საახალწლო სამზადისში?

– (მარიამ ჯოლოგუა) სხვათა შორის, ახლა ნიკოლოზიც ჩვენთაა და ყველა სიტყვას გვიკონტროლებს.

– (აპოლონ კუბლაშვილი) ნიკოლოზი ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს, ზუსტად იცის თეფში, როგორ უნდა იდოს მაგიდაზე და რომელი სათამაშო სადაა. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ის ხელმძღვანელობს სადღესასწაულო სამზადისს.

– აპოლონ, თქვენ ყოველთვის გულდასმით ირჩევთ როლებს და არ თანხმდებით ნებისმიერ შემოთავაზებას,

– იმ მსახიობების კატეგორიას მივეკუთვნები, რომელმაც ზუსტად ცის, რის თამაშს შეძლებს და რა გაუჭირდება, ამიტომ ყველა როლს არ ვეპოტინები. სამწუხაროდ, პანდემიის გამო თეატრი ერთი წელია გაჩერებულია და ნამდვილად არ ვიცი, რა გვეშველება. პირადად მე ძალიან გამიმართლა, რადგან ისრაელში ვიყავი გადაღებაზე. არაჩვეულებრივ რეჟისორთან დოვერ ქოსაშვილთან ვიმუშავე, რომელიც ხუთი წლის იყო, როცა მშობლებთან ერთად ონიდან ისრაელში გაემგზავრა და ახლა ძალიან საინტერესო, წარმატებული რეჟისორია. სავარაუდოდ, გადაღებები საქართველოშიც გაგრძელდება აპრილსა და მაისში.

– მარიამ, თქვენ ის შეძელით, რასაც ბევრი ვერ შეძლედა – ოპერატორობა ისწავლეთ და ფილმი გადაიღეთ,

– (აპოლონ კუბლაშვილი) მართლაც უნიკალური, უნივერსალური ცოლი მყავს და ძალიან ბედნიერი ვარ.

– ფილმისთვის მზადება მარტში დავიწყე, თუმცა პანდემია, შეზღუდვები დაიწყო და მეც სახლში აღმოვჩნდი. არადა, მანამდე მუდმივად ვმუშაობდი და ძალიან გამიჭირდა სახლში დაჯდომა. ამასთანავე უზარმაზარი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. საზღვარგარეთ სკოლა ის დაწესებულებაა, სადაც ბავშვები სავალდებულო წესით დადიან, საქართველოში კი, არავინ აძალებს და მხოლოდ იმიტომ დადიან, რომ თვითონ უნდათ, უხარიათ და რაღაცნაირად ახერხებენ თვითრეალიზაციას. ონლაინ-რეჟიმში გადასულებს ძალიან შეგვეშინდა, რომ ბავშვებს უკვე შეძენილი ცოდნა არ ადეკარგათ, ამიტომ სემესტრის დასრულებისთანავე, ივნისის თვეში „ლურჯი ფრინველი“ და „ოზის ჯადოქარი“ გადავიღეთ ზუმის ფორმატში. აქვე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ზურა ყიფშიძეს, რომელიც ფილმში მონაწილეობას დაგვთანხმდა. საახალწლო ფილმი „სიყვარულით ელფებისგან“ სექტემბერ-ნოემბერში გადავიღეთ, როცა რეგულაციები მოიხსნა.

– ვინ გახდა ფილმის რეჟისორი და ვინ დაწერა სცენარი?

– პიესა ჩვენმა ერთ-ერთმა პედაგოგმა დაწერა, მოქმედება პანდემიურ საქართველოში ვითარდება ზუსტად ამ ახალი წლის წინ. მთავარი პერსონაჟები და-ძმა არიან, რომელთაც დიდი ხანია არ მიუღიათ საჩუქარი თოვლის ბაბუასგან ოჯახის ხელმოკლეობის გამო. თუმცა, როგორც საახალწლო ისტორიებს შეეფერება, ჩვენს ფილმსაც ჯადოსნური ფინალი აქვს. წინა ფილმის მსგავსად ამჯერადაც მოვიწვიეთ ცნობილი მსახიობები, რომლებიც სიამოვნებით დაგვთანხმდნენ მონაწილეობას.

– აპოლონ, რამდენიმე წუთის წინ თქვით, უნიკალური ცოლი მყავსო და რიშია მარიამი უნიკალური?

– ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჩემი რჩეულია და უკვე უნიკალურია, მეორეც, თეატრის დახურვა ნამდვილი კატასროფა აღმოჩნდა ჩემთვის, მარიამმა კი, უცებ მონახა გამოსავალი, ჯერ რაღაცის წერა დაიწყო, მერე გადაღება და ყველაფერი ორ წამში ისწავლა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები