25 წლის ბანგლადეშელი მოახლე, სუმი აკტერი ინტერნეტში ვიდეომიმართვას ავრცელებს და დახმარებას ითხოვს. როგორც ყვება, მასზე არაბი დამსაქმებელი მუდივად ძალადობს, აწამებს და აშიმშილებს. გოგონა საუდის არაბეთის მოქალაქის სახლში იმყოფება და მას შემდეგ რაც ვიდეომიმართვა გაავრცელა, ტელეფონი ჩამოართვეს. აკტერის ქმარმა, ნურულ ისლამმა პრესას განუცხადა, რომ იგი ცოლის უკან დაბრუნებას ვერ ახერხებს.

ნატა კალანდაძე
ავტორი