LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბორის ყურუამ სუს-ის სმენა შეამოწმა – საბურთალოს მაჟორიტარობის საერთო კანდიდატის პერფორმანსი მოდულთან

144

ოპოზიციის ნაწილის შეთანხმებულმა კანდიდატმა საბურთალოს ოლქში, ბორის ყურუამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან პერფორმანსი მოაწყო. მან “მოდულთან” სინთეზატორი მიიტანა და როგორც თავად ამბობს, ამ პერფორმანსით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სმენა შეამოწმა.

ვიდეოს თავად კანდიდატის ოფიციალური ფეისბუქგვერდი აქვეყნებს.

“გამომდინარე იქიდან, რომ სუსი ყველას გვისმენს, გადავწყვიტე, რომ სუსის მუსიკალური სმენა შემემოწმებინა და ამისთვის ყველაზე კარგი ინსტრუმენტი არის პიანინო. მოვედი პიანინოთი, ჯერ მუსიკალური სმენა შევუმოწმე, შემდეგ კი შევასრულე მუსიკა ყველასათვის ცნობილი ფრანგული ფილმიდან “სათამაშო”, გამომდინარე იქიდან, რომ ეს კანტორა არის ბიძინა ივანიშვილის სათამაშო და მხოლოდ იმას აკეთებს, რაც ამ კაცს უნდა,” – განაცხადა ბორის ყურუამ.

ცნობისთვის, 12 სექტემბერს, გვიან ღამით გამოქვეყნებული სავარაუდოდ, სუს-ის ფაილების ავთენტიკურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. მიმდინარეობს გამოძიება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები