LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთის პორტში 14 000 ტონა ამერიკული ხორბალი შემოვიდა

59
132334142-10158850570492954-474461190517374028-o

ფოთის პორტში Ocean Grand გემით 14 000 ტონა მაღალი ხარისხის ამერიკული ხორბალი შემოვიდა, რაც აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის „საკვები პროგრესისთვის” პროგრამის ნაწილია. ინფორმაციას საქართველოში ამერიკის სალეჩო ავრცელებს.

„აღნიშნული ტვირთი სამი გზავნილიდან პირველია, რაც მომდევნო თვის განმავლობაში ჩამოვა და ხელმისაწვდომი იქნება კერძო სექტორის მიერ ქართულ ბაზარზე გასაყიდად.

გაყიდვებიდან შემოსულ თანხას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ინვესტიციის სახით, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში ჩადებს, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს ფერმერებისა და მწარმოებლების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა. ამასთანავე, გაუმჯობესდეს საკვების უსაფრთხოება და ხარისხი საქართველოს რძის პროდუქტისა და საქონლის ხორცის წარმოებაში“, – აცხადებენ ამერიკის საელჩოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები