75 წლის გოლდი ჰოუნი და 70 წლის კურტ რასელი უკვე 40 წელია ერთად არიან. მათი თითოეული გამოჩენა საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს, რადგან მათი ყურება საინტერესო და სახალისოა. ისინი შეყვარებულებივით იქცევიან. ამჯერად წყვილს მოგზაურობის პერიოდი აქვს. გასულ კვირას ისინი საბერძნეთის კუნძულზე იმყოფებოდნენ.
ვიდეო: „ვერ ვჩერდები“ - 75 წლის გოლდი ჰოუნის ენერგიული ცეკვა საბერძნეთის კუნძულზე
ის Abba-ს სიმღერის, Mama Mia-ს ფონზე ენერგიულად ცეკვავს
ახლა ისინი სენ-ტროპეში ატარებენ არდადეგებს. ისინი მაშინ გადაიღეს, როდესაც იახტიდან ჩამოდიოდნენ და სანაპიროს რესტორნისკენ მიემართებოდნენ. წყვილი იცინოდა და ხალისობდა. გოლდი, როგორც ყოველთვის თავის ამპლუაში იყო და სახალისო ჟესტიკულაციითა და მომღიმარი სახით ესალმებოდა პაპარაცებს.
75 წლის გოლდი ჰოუნისა და 69 წლის კურტ რასელის ვნებიანი კოცნა „ოქროს გლობუსის“ საშინაო წვეულებაზე