58 წლის დემი მური იტალიური „ვოგის“ გარეკანზე მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ვარსკვლავმა „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა.
„ჩემთვის დიდი პატივია, იტალიური ვოგის გარეკანზე აღმოჩენა“, – წერს მსახიობი.
აღსანიშნავია, რომ ფოტოზე მსახიობს სწორედ ის კაბა აცვია, რომლითაც ის წლის დასაწყისში „ფენდის“ ჩვენებაზე გამოჩნდა. ის საზოგადოების ყურადღების ცენტრში უჩვეულო გარეგნობის გამო მოექცა. მური სრულიად სხვანაირად გამოიყურებოდა, რამაც ხალხს აფიქრებინა, რომ დემიმ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. თუმცა საბოლოო გაირკვა, რომ ეს მხოლოდ გრიმი იყო.