76 წლის მაკლ დუგლასი და 51 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსი ქორწინების 20 წლის იუბილეს აღნიშნავენ. წყვილმა პოპმპეზური ქორწილი 2000 წელს, ნიუ-იორკში, სასტუმრო „პლაზაში“ გადაიხადა. ახლახანს მაიკლმა სოციალურ ქსლეში ვიდეო გაავრცელა.
„იუბილეს გილოცავ ჩემო ძვირფასო, მე შენ ყველგან და ყოველთვის მიყვარხარ“ – წერს დუგლასი.
მაიკლ დუგლასმა აღიარა, რომ კეტრინით პირველად მაშინ მოიხიბლა, როდესაც 1998 წელს გამოსული ფილმი, „ზოროს ნიღაბი“ ნახა.
„ოჰ ვინ არის ეს გოგონა, ის შეუდარებელია“ – გაიფიქრა მაიკლმა ფილმის ნახვის შემდეგ.
ერთი თვის შემდეგ კი სპეციალურად წავიდა იმ ღონისძიებაზე, სადაც ფილმში მონაწილე მსახიობები იქნებოდნენ.