„ამაზონმა“ ჭკვიანი სახლებისთვის საპნის ჭკვიანი დოზატორი გამოუშვა, რომლის ფასიც 55 დოლარია. მოწყობილობა LED-ეკრანით არის აღჭურვილი, რომელიც ხელების დაბანის დაწყებიდან 20 წამს ითვლის.
ყველაზე საინტერესო სწორედ ისაა, რომ ახალი მოწყობილობა ხელების დაბანის პროცესში მოწყენის საშუალებას ნამდვილად არ მოგცემთ, დოზატორს საკუთარი Wi-Fi-მოდული აქვს, ის დინამიკებს უერთდება და სიმღერებსა და ანეკდოტებს რთავს. მოწყობილობას დამუხტვა სამ თვეში ერთხელ სჭირდება.