27 წლის ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი, არიანა გრანდე ქალაქ მანჩესტერში მდებარე კლინიკებს ეწვია და მცირეწლოვან პაციენტებს საშობაოდ ონლაინ მაღაზია „ამაზონის“ 100 გირვანქა სტერლინგის ღირებულების ვაუჩერები და სათამაშოები გადასცა. საჩუქრები ასობით ბავშვმა მიიღო.
მოგვიანებით ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა. ფოტოებზე ასახულია, როგორ ეხტება ვარსკვლავი პატარა პაციენტებს, ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. არიანას ქვემოქმედებას ბავშვების მშობლებიც გამოეხმაურნენ.
„ჩემი გოგონას პალატაში რომ შევედი, ის ბედნიერებისგან აღელვებული დამხვდა, ფურცელი პატარა ყუთში იდო, მას არც წერილი მოჰყოლია და არც გამომგზავნის ვინაობა ეწერა“, – წერს ერთ-ერთი მშობელი.