LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ატლასის ვინტაჟური კაბა და გრაციოზულობა – შეუდარებელ პენელოპა კრუსს ახალ ფილმში იღებენ

370
page

47 წლის პენელოპა კრუსი ახალი ფილმის გადაღებებს შეუდგა. „ოსკარის“ ნომინანტი რეჟისორი, ემანუელე კრიალეზე ფილმს, სახელწოდებით L’immensita იღებს, სადაც მთავარ როლს, რა თქმა უნდა შეუდარებელი პენელოპა შეასრულებს. ფილმის გადაღებები იტალიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ლატინაში მიმდინარეობს.

„ეს არის ფილმის კლარასა და მისი შვილების სიყვარულის შესახებ“, – განაცხადა კრუსმა.

სულ ცოტა ხნის წინ გადასაღები მოედნიდან პენელოპას პირველი ფოტოებიც გავრცელდა, მას 60-იანი წლების, ვინტაჟური სტილის, წითელ ფერებში გადაწყვეტილი ატლასის კაბა აცვია და ბრწყინვალედ გამოიყურება.

ცნობისთვის, მსახიობი სულ ცოტა ხნის წინ პედრო ალმადოვარმა  დრამაში, „პარალელური დედები“ გადაიღო, რომელიც „ვენეციის ფესტივალს“ გახსნის.

,,ვენეციის კინოფესტივალს” ალმოდოვარის ახალი ფილმი „პარალელური დედები“ გახსნის

47 წლის პენელოპა კრუსი იტალიის სანაპიროზე „ვერსაჩეს“ საცურაო კოსტიუმში გამოჩნდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები