ავსტრალიელმა მეხანძრეებმა ტრადიცია არც წელს დაარღვიეს და 2026 წლის საქველმოქმედო კალენდარიც გამოუშვეს. People-ის ინფორმაციით, წელს კალენდრის 5 ვერსია იქნება ხელმისაწვდომი და თითოეულში მაშველები უსაყვარლეს ცხოველებთან ერთად პოზირებენ.
გარდა ამისა, ყოველი გამოცემა მოიცავს კადრს მიღმა დარჩენილ მომენტებსაც – სადაც ნაჩვენებია რეალური გმირების გულწრფელი ემოციები.
კალენდრის გაყიდვით შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება. უფრო ზუსტად ეს ფული ცხოველების დასაცავად, ბავშვთა საავადმყოფოების მხარდასაჭერად და ფსიქოლოგიური სამსახურების დასაფინანსებლად დაიხარჯება.
აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში კალენდრის გაყიდვით შეგროვებული თანხები მექსიკის ყურეში ქარიშხლების, „ჰელენისა“ და „მილტონის“ მსხვერპლთა დასახმარებლად გადაირიცხა.


