ბახვა ბრეგვაძე „სარაჯიშვილის“ საახალწლო კამპანიიდან კადრებს გვიზიარებს, სადაც სარეკლამო ვიდეორგოლში სამი ცნობილი მსახიობია გადაღებული.
ნიკა თავაძესა და აპოლონ კუბლაშვილთან ერთად ფოტო და ვიდეოკამერების წინ პოზირებს „ახალი თეატრის“ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძეც, რომელიც 7 დეკემბრიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაშია. მას ბრალად ედება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
სამსახიობო სფერო და „ახალი თეატრი“ ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებას ითხოვენ…