LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Bentley-იმ 8 მარტისთვის სამი ექსკლუზიური „ქალური“ Bentayga დაამზადა

111
bentley

Bentley-იმ 8 მარტის აღსანიშნავად 3 ექსკლუზიური „ქალური“ Bentayga წარადგინა. ქალთა საერთაშორისო დღის პატივსაცემად კომპანიამ გადაწყვიტა პატივი მიეგო თავის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული ქალებისთვის. დიზაინერთა შთაგონების წყარო გახდა მერი პიტერ ბრიუსის, დოროთი პეიჯეტის და დაიან ბარნატო უოკერის ისტორიები. ამ ქალბატონებმა Bentley-ის ფირმის ავტომობილებით გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს.

განსაკუთრებული Bentayga Azure ეძღვნება მერი ბრიუსს და მის Bentley 4½ Litre-ს, რომლითაც ქალმა 24 საათი იარა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. მერის Bentley რეკორდის დამყარებამდე ნანახი არ ჰყავდა და იმისათვის რომ პედლებს მიწვდომოდა ბალიშის თხოვებაც კი დასჭირდა.

დოროთიმ კი Bentley — 4½ Litre Supercharged-ის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ქალი გახდა ტიმ ბირკინის სარბოლო გუნდის სპონსორი და მოდელის პოპულარობა დიდ წილად მისი დამსახურება იყო.

და ბოლოს, დაიანა ცნობილი მრბოლელი ვულფ ბარნატოს ქალიშვილი იყო და მამისგან ავტომობილის სიყვარული შთამომავლობით ერგო. მას არაერთ შეჯიბრში მიუღია მონაწილეობა და ბევრი საინტერესო მიღწევის ავტორიცაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები