LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Bentley-ის 12 ლეგენდარული ლიმუზინიდან ერთ-ერთს აუქციონზე გაყიდიან

104
Bentley-ის 12 ლეგენდარული ლიმუზინიდან ერთ-ერთს აუქციონზე გაყიდიან

არაბთა გაერთიანებულ ემირატებში აუქციონზე გაიყიდება უნიკალური Bentley Mulsanne Grand Limousine, რომელიც  Mulliner-ის საავტორო ატელიეში შეიქმნა.

2016 წელს ეს სედანი შოუ-კონცეპტს წარმოადგენდა, მაგრამ ემირატებში გამოჩნდა კლიენტი, რომელმაც Bentley დაითანხმა, რომ ექვსადგილიანი სერიული ვერსია შეექმნა.

საბოლოოდ მხოლოდ 12 ეგზემპლარი გამოვიდა. აუქციონზე გამოჩენილ მოდელს სულ რაღაც 7136 კილომეტრი აქვს გავლილი.

დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლები:

ლიმუზინი სტანდარტულ Bentley Mulsanne-ზეა აგებული, ბაზა ერთი მეტრითაა დაგრძელებული და დამატებულია სპეციალური ლიმუზინის სექცია.

უკანა კარები და ჭერი გაზრდილია (ჭერის სიმაღლე – +8 სმ), წინა და უკანა ზონები განცალკევებულია პანელით, უკანა სავარძლები განლაგებულია ერთმანეთის პირისპირ – ორ წყვილად.

ძრავა: 6.75 ლიტრიანი V8 ტურბირებული.

სიმძლავრე: 512 ცხენის ძალა.

გადაცემათა კოლოფი: 8-საფეხურიანი ავტომატური.

მანქანას გარანტია 2027 წლის მარტამდე აქვს, ხოლო ბოლო ტექნიკური მომსახურება 2025 წლის მაისში ჩაუტარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები