LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბიონსე და მიშელ უილიამსი კელი როულენდის მშობიარობას Zoom-ით დაესწრნენ

208
kelly-rowland-baby-2

მელომანები და მუსიკის კრიტიკოსები ერთხმად აღიარებენ, რომ მსოფლიო სცენაზე არც ერთი ბენდის წევრებს არ ჰქონიათ ისეთი ძლიერი მეგობრული კავშირი, როგორიც ბიონსეს, კელი როულენდისა და მიშელ უილიამსის გაერთიანებას ამერიკულ გოგონათა ჯგუფში – Destiny’s Child.

კოლექტივის შვიდწლიანი არსებობის მიუხედავად, ტრიო დღემდე ერთმანეთის გულშემატკივარი და მეტიც, ოჯახის წევრია.

ამას მოწმობს კელი როულენდის ინტერვიუ People-თან, რომელშიც 40 წლის მომღერალმა გაამხილა, რომ პანდემიის გამო, მის მშობიარობას ბიონსე და უილიამსი თვალს Zoom-ით ადევნებდნენ.

,,ჩვენი ოჯახი Zoom-ში გაერთიანდა. ისინი ნოას ქვეყნად მოვლენას ,,დაესწრნენ”. ეს შესანიშნავი იყო”, – აღნიშნა კელიმ, რომელმაც ასევე დასძინა, რომ აპლიკაციაში ჩართული მხოლოდ სამეული არ ყოფილა. მათთან ერთად ონლაინ ბიონსესა და მისი მეუღლის დედები იმყოფებოდნენ.

ცნობისთვის, კელი როულენდი 21 იანვარს მეორე შვილის დედა გახდა. მას ტიმ უიზერსპუნისგან ორი ვაჟი ჰყავს, რომელთაგან უფროსი – ტიტანი, 6 წლისაა. წყვილმა 2014 წელს იქორწინა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Kelly Rowland (@kellyrowland)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Kelly Rowland (@kellyrowland)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები