რაიან რეიონოლდსი და ბლეიკ ლაივლი ერთ-ერთ ყველაზე მხიარულ და საყვარელ ჰოლივუდურ წყვილად არის აღიარებული. ისინი ერთმანეთს ხშირად ტროლავენ და „ინსტაგრამ“ გამომწერებსაც ამხიარულებენ.
ამჯერად წყვილი ერთად ამერიკული ფეხბურთის მატჩზე იმყოფებოდა, სადაც ერთმანეთს New York Yankees და Bronx Bombers ეთამაშებოდნენ.
რა თქმა უნდა, საღამოს ერთმანეთის დატროლვის გარეშე არ ჩაუვლია. წყვილმა არაერთი ფოტო გაავრცელა. თუმცა ამჯერად საზოგადოების გახალისება ბლეიკმა მოახერხა. მან რაიანთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა, რომელიც ასე დაასათაურა:
„მიყვარს ფანებთან შეხვედრა“, – წერს ბლეიკი.
რაიანმა კი აღნიშნა, რომ მეუღლემ ის პაემანზე მოედანზე წაიყვანა.
„ყველაზე საყვარელი წყვილი“, საოცრად მყარი ოჯახი აქვთ“, ისინი სულ ერთად იქნებიან“, – წერენ კომენტარებში.
„ძლივს 5G-ს დავიჭერ“ – რაიან რეინოლდსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა