LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ბრიჯერტონის“ მე-2 სეზონის გადასაღები მოედნიდან პირველი კადრები ვრცელდება

157
40506420-0-image-a-26-1615834924296

სერიალი „ბრიჯერტონი“ გასული წლის მიწურულს, „ნეტფლიქსზე“ გამოვიდა. მან საზოგადოებაში ინტერესი მალევე დაიმსახურა და სტრიმინგ-სერვისის ყველაზე რეიტინგული პროექტების ხუთეულშიც შევიდა. აღსანიშნავია, რომ სერიალზე  „სკანდალისა“ და „გრეის ანატომიის“ სცენარისტმა, შონდა რაიმსმა იმუშავა.

მიმდინარე წლის დასაწყისში კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ  „ნეტფლიქსი“ სერიალის მეორე სეზონს გამოუშვებს და აი, გადაღებები უკვე დაიწყო. ინტერნეტსივრცეში გადასაღები მოედნიდან უახლესი ფოტოები გავრცელდა. როგორც ჩანს, პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს.

ცნობისთვის, მეორე სეზონის სცენარი ამერიკელი ავტორის, ჯულია ქუინის რომანს, „ვიკონტი, რომელსაც ვუყვარდი“ დაეფუძნება. ამჯერად სიუჟეტი ენტონი ბრიჯერტონის სასიყვარულო ისტორიის ირგვლივ განვითარდება, თუმცა ჩვენ პირველი სეზონის გმირებსაც ვიხილავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები