საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ილია სულამანიძემ (100 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
23 წლის ქართველი ტურნირის ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევთან დამარცხდა და თავისთვის სადებიუტო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ცოტნე ივანიშვილი გამოეხმაურა:
„ჩემთვის ჩემპიონი ხარ, გილოცავ“, – წერს ცოტნე.