LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Chevrolet-მა იაპონიისთვის ლიმიტირებული Corvette დაამზადა

117
Chevrolet-მა იაპონიისთვის ლიმიტირებული Corvette დაამზადა

კომპანია Chevrolet-მა ლიმიტირებული სუპერქარი corvette წარადგინა და სიახლე იაპონიის ბაზრისთვისაა გათვლილი. ამერიკული ავტომობილის იაპონელი ფანები საკულტო მოდელების ლიმიტირებულ ვერსიებს პირველად ნამდვილად არ იღებენ. კონკრეტულად C8-ისთვის შესრულება Red Flame Series შეარჩიეს და ძარისა და სალონის ექსკლუზიური გაფორმებაც არ დაიშურეს.

მოდელის მიწოდება სექტემბრიდან დაიწყება, თანაც შეზღუდული რაოდენობით, თუკი ავტომობილის მყიდველთა რაოდენობა მეტი იქნება ვიდრე თავად ავტომობილების სერია, მაშინ სუპერქარის შეძენის უფლებას ლატარიაში გაათამაშებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები