ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი ამერიკაში კონცერტს გამართავს.
ნინი სოციალურ ქსელში ფოტოებსა და ემოციურ პოსტს გვიზიარებს.
„ამხელა სითბო, და სიყვარული რაც მე ამ კონცერტთან დაკავშირებით მივიღე არის სიტყვებით აღუწერელი! მადლობა თითოეულ თქვენგანს, ძალიან მაბედნიერებთ!
ასეთი შედეგებიდან გამომდინარე, დღეს იქნება ბოლო დღე პირველადი ბილეთების გაყიდვის, და ვისაც გარანტირებულად გინდათ წამოსვლა, იჩქარეთ…
ჯერ არ ვიცი როდის გააგრძელებენ მეორე ტალღას გაყიდვის, მაგრამ როცა დაგიბრუნდებით, სიახლეებით ვიქნებით!!!
უბედნიერესი ვარ, კიდევ ერთხელ მადლობა, დაუვიწყარ საღამოს გპირდებით.
დიდი მადლობა ამ ულამაზესი ფოტოებისთვის უნიჭიერეს ფოტოგრაფს George Fly.
ბილეთების ლინკს კომენტარებში დავურთავ“, – წერს ნინი შერმადინი.