ჰოლივუდის ვარსკვლავი, სკარლეტ იოჰანსონი ნიუ-იორკში, The Late Show-ს ჩაწერაზე გადაიღეს. 40 წლის მსახიობს „ბალმეინის“ ელეგანტური შავი კაბა ამშვენებდა, რომელსაც მან დიდი ზომის ოქროსფერი ქამარი შეუხამა. მის „ლუქი“ კი შავი მაღალქუსლიანი, ღია ფეხსაცმელი და წითელი ტუჩსაცხი ასრულებდა.
„ძველი ჰოლივუდური გლამური“, – ასე შეაფასეს სკარლეტის უახლესი გამოჩენა.
იოჰანსონის შოუზე გამოჩენა მის ახალ კინოპროექტს, Eleanor The Great, უკავშირდებოდა, რომლის პრემიერაც მაისში, „კანის კინოფესტივალზე“ შედგა და პუბლიკის ხუთწუთიანი აპლოდისმენტები და კრიტიკოსების უმაღლესი შეფასებები მოჰყვა.
ვიდეო: სკარლეტ იოჰანსონმა ჯონათან ბეილის კვლავ აკოცა, ამჯერად მის გვერდით მეუღლეც იმყოფებოდა
სკარლეტ იოჰანსონი „სკიაპარელის“ მოკლე შავი კაბაში ახალი ფილმის ფოტოსესიაზე





