ლოს-ანჯელესში „ემის“ დაჯილდოების 72-ე ცერემონია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ღონისძიება ონლაინფორმატში ჩატარდა. რაც შეეხება გამარჯვებულებს: „წლის საუკეთესო დრამატული სერიალის“ კატეგორიაში HBO-ს შოუმ „მემკვიდრეები“ გაიმარჯვა. სერიალმა სხვადასხვა კატეგორიაში 6 ჯილდო მოიპოვა. „დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი კაცი“ ჯერემი სტრონგი („მემკვიდრეები“), ქალი კი ზენდაია („ეიფორია“) გახდნენ. „საუკეთესო მინი-სერიალი“ „დარაჯები“ გახდა, მას 11 ჯილდო ერგო.„ საუკეთესო კომედიური სერიალის“ ტიტული კი „შითს ქრიკს“ ერგო.
ჯამში, პირველ ადგილზე HBO-ს სერიალები გავიდა, მეორე ადგილზე კი სტრიმინგ სერვისი „ნეტფლიქსი“.
მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავები დაჯილდოების ცერემონიალს სახლებიდან ერთვებოდნენ, მათ არ დაიშურეს ენერგია და ისე გამოეწყვნენ, თითქოს წითელ ხალიჩაზე უნდა გაევლოთ. გთავაზობთ „ემის“ დაჯილდოების 72-ე ცერემონიიდან ყველაზე გამორჩეულ ლუქებს.
https://www.instagram.com/p/CFYMEICA5wP/?utm_source=ig_embed
https://www.instagram.com/p/CFYKNi0g6Is/?utm_source=ig_embed
https://www.instagram.com/p/CFYOtxKjW9T/?utm_source=ig_embed
https://www.instagram.com/p/CFYVTzkHREV/?utm_source=ig_embed
https://www.instagram.com/p/CFYCMQED8Pr/?utm_source=ig_embed