LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო – უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის სურვილი წელს 45 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა, რაც რეკორდული რაოდენობაა

425
გვბჰ

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. გამოცდაზე რეგისტრაცია დილის 08:00 საათზე დაიწყო, უშუალოდ გამოცდა კი – 9 საათზე. აბიტურიენტები გამოცდას დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს დარეგისტრირდა გამოსაცდელთა უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა –45 000-ზე მეტი აბიტურიენტი.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც.

 

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისში გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოიყო დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული ტარიფით. საგამოცდო დღეებში დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს დილის 06:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში.

„ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

 

 

აბიტურიენტებისთვის წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდრეგულაციები. სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N 9), რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში“,- აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g